ევროკავშირის ფიტოსანიტარული სტანდარტები საქართველოსთვის
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.03.2019
- საიტზე დამატებულია
- 21.01.2019
ქართული მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორმა წარმატებით უნდა დანერგოს ევროკავშირის კანონმდებლობა ფიტოსანიტარულ სფეროში, განსაკუთრებით მცენარეთა ჯანმრთელობის, პესტიციდებისა და სასუქების, ლაბორატორიების კუთხით. იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობის დანერგვისთვის აუცილებელი ეფექტური სის ელობის, პესტიციდებისა და სასუქების, ლაბორატორიების კუთხით. იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობის დანერგვისთვის აუცილებელი ეფექტური სისტემების შექმნასა და განვითარებას შესაძლოა დასჭირდეს ხანგრძლივი პერიოდი საქართველოს მიერ აღნიშნული პროცესის დამოუკიდებლად განხორციელების შემთხვევაში, ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობისა და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტი (CISTA) დახმარებას გაუწევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შემდეგი მიმართულებებით: ა) საქართველოში მცენარეთა ჯანმრთელობის მონიტორინგისა და იდენტიფიკაციის სისტემის შემუშავება და განხორციელება; ბ) ლაბორატორიის პირობებში ფიტოსანიტარული ანალიზისთვის ევროკავშირის სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვა და გ) პესტიციდების და სასუქების გამოყენების რეგულაციები.
დაგეგმილი ფიტოსანიტარული რეფორმის დადებითი გავლენის გაძლიერების მიზნით, PIN-ი განახორციელებს დამატებით პროექტს და ითანამშრომლებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, ძირითადად რეგიონალურ დონეზე, რათა უზრუნველყოს მცენარეებისა და მცენარეული პროდუქტების მწარმოებელთა ინფორმირება ფიტოსანიტარული მოთხოვნების შესახებ და მათ მიერ აღნიშნული სტანდარტების დაცვა. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში შემოსავლების გაზრდას მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობის გაძლიერების გზით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებები განხორციელდება სამთავრობო უწყებებისა და რეგიონებში მოქმედი კერძო აქტორების ჩართულობით. კერძოდ, PIN-ი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრების, ასევე ფერმერთა მომსახურების ცენტრების პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას, რადგან სწორედ ეს უკანასკნელნი არიან ფერმერებთან რეგულარული და გრძელვადიანი კონტაქტის მქონე პირები.
ფიტოსანიტარული ინფორმაცია ასევე მიეწოდება მწარმოებლებს საქართველოს შვიდი რეგიონის მასშტაბით 24 სსო-ს მეშვეობით, რომლებიც სარგებლობენ მაღალი ცნობადობით თავიანთ თემებში და მუშაობენ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებზე. მათ შორისაა ევროკავშირის სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში შექმნილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფები. სსო-ებთან კავშირის დამყარება მოხდება PIN-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი სსო-ების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მათ შეასრულონ შუალედური რგოლის როლი პოლიტიკოსებსა და სოფლის მოსახლეობას შორის და ამგვარად ხელი შეუწყონ DCFTA- სა და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის განხორციელებას. გარდა ამისა, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ აქტივობებში, პინ-ი ჩართავს რეგიონში მოღვაწე დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის პროფესიულ ასოციაციებს, ფორუმებს და ნედლეულის მომწოდებლებს.
დასასრულს, PIN-ი საჯაროდ გაავრცელებს ინფორმაციას ფერმერთათვის ფიტოსანიტარული რეფორმების მოსალოდნელი შედეგების შესახებ ონლაინ არხების გამოყენებით, როგორიცაა PIN-ის სასოფლო-სამეურნეო საინფორმაციო პლატფორმა https://traktor.co, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ პლათფორმა.
PIN-ის მიმდინარე პროექტი დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2019 წლის მარტში. ის იქნება ორიენტირებული ღირებულებათა ჯაჭვზე და იმ რეგიონებზე, რომლებიც ყველაზე მწვავედ განიცდის ახალი მოთხოვნების ზემოქმედებას.
CISTA-ს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლოების გაძლიერებას, დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ. პინ-ის მიერ განხორციელებული პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის მთავრობის დონორთა ფონდის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://pin.ge