ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000821 დასრულებული

საგრანტო კონკურსი კომპანიების პროდუქტიულობის გაუმჯობესებაზე 120000 ლარი

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
16.12.2020
საიტზე დამატებულია
04.12.2020

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA#008: "კომპანიების პროდუქტიულობის, წარმოების შესაძლებლობების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსუბუქი მრეწველობის სექტორსა (ავეჯის და შესაფუთი მასალები წარმოება) და ნარჩენების გადამუშავების სექტორში მომუშავე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2020 წლის 16 დეკემბრის 18:00 საათი.

დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 12 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე Webex-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.

ონლაინ შეხვედრის ლინკი:

ონლაინ შეხვედრის ნომერი: 173 007 3941
პაროლი: WYqcY5DMj68

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.


წყარო: http://regmarket.ge