საგრანტო კონკურსი ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 22.01.2021
- საიტზე დამატებულია
- 17.12.2020
კონკურსის შესახებ:
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA#010: "ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ტურიზმის სექტორში მომუშავე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2021 წლის 22 იანვრის 18:00 საათი.
დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 2020 წლის 14 დეკემბერს 14:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე Webex-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.
ონლაინ შეხვედრის ლინკი: link
პაროლი: prSgaGtE772
წყარო: http://regmarket.ge