projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
192



CENN ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

უნიკალური ნომერი: 000085

ENPARD-ის ფარგლებში CENN ახორციელებს პროექტს „ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის“.

პროექტის ხანგრძლივობა: 2017 – 2020

პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოში სიღარიბის შემცირება სოფლად არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის, ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის გამოყენებით მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისა და ეროვნულ დონეზე სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით. პროექტის კონკრეტული მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ქედის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა აღმავალი მეთოდით სოფლის განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობების განხორციელება:

  • ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) შექმნა და გაძლიერება;

  • თანამონაწილეობრივი მეთოდით ქედის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;

· ინოვაციური პროექტების განხორციელება (ქვეგრანტების საშუალებით და სტრატეგიის შესაბამისად) სოფლად ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერების, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და ადგილობრივი თემების კეთილდღეობის ამაღლების მიზნით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • საკონტაქტო პირი: ნინო გაფრინდაშვილი
  • ელ-ფოსტა: gaprindashvili@cenn.org
  • ტელ: (+995) 593 924 844

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.cenn.org/

დამატებულია: 21-01-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 501 დღე;


25-01-2019

ბიზნეს სესხი ქალი მეწარმეებისთის – თიბისი ბანკი

16-08-2019

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის - პროტოტიპირება

16-08-2019

მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის - სამგზავრო

21-01-2019

ENPARD II სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში

21-01-2019

ENPARD II სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში

25-01-2019

ბიზნეს სესხი ქალი მეწარმეებისთის – თიბისი ბანკი

16-08-2019

მცირე გრანტი იურიდიული პირებისთვის - პროტოტიპირება

16-08-2019

მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის - სამგზავრო


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ