ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000862 დასრულებული

მიკრო-გრანტების კონკურსი ადგილობრივი მედიაორგანიზაციებისთვის

წყარო: ინტერნიუსი საქართველო

განაცხადის ბოლო ვადა
15.02.2021
საიტზე დამატებულია
10.02.2021

კონკურსის შესახებ:

ინტერნიუსი საქართველო აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს მედია ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც გაეწევათ დახმარება განახორციელონ ნიშური აუდიტორიის (ადგილობრივი, სოფლად მცხოვრები აუდიტორიის, ახალგაზრდების, ქალების და ა.შ. ან კონკრეტული დემოგრაფიული კრიტერიუმის, მაგ. ასაკის, შემოსავლის, ინტერესის მიხედვით) საინფორმაციო საჭიროებებზე მორგებული ინიციატივები, მიიღონ ინოვაციური გადაწყვეტილებები, გაზარდონ აუდიტორიაზე წვდომა, გააუმჯობესონ კონტენტი და ფინანსური მდგრადობა.

გრანტის ფარგლებში მედიასაშუალებას ასევე შეუძლია შექმნას სიღრმისეული კონტენტი რომელიც დაკავშირებულია პანდემიის ზეგავლენასთან, იმუნიზაციასთან, უმუშევრობასთან, ეკონომიკურ გამოწვევებთან, შრომითი ცხოვრების ბალანსთან, საჯარო სერვისების არასაკმარის დაფინანსებასთან და ა.შ.

მინიმუმ ერთი მცირე გრანტი მიმართული იქნება ქალებისა და გოგონების ინფორმაციული საჭიროებებისკენ.

გამარჯვებული განცხადებები დაფინანსდება მიკრო-გრანტით 4.500 ბრიტანული ფუნტის ოდენობით (გრანტები გაიცემა ეროვნულ ვალუტაში).

ვადა: 15 თებერვალი 2021 წელი.

დაწვრილებითი ინფორმაცია გრანტის შესახებ იხილეთ: https://bit.ly/2LAX9PS


წყარო: http://regmarket.ge