იდეათონი: "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის"
წყარო: Forset
- განაცხადის ბოლო ვადა
- 15.03.2021
- საიტზე დამატებულია
- 03.03.2021
კონკურსის შესახებ:
თუ ბიზნესის დაწყება ან განვითარება გსურთ და ამ საქმეში მხარდამჭერი გჭირდებათ - ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა! იდეათონში "დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის" მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ საჭირო ცოდნა და 60 000-ლარიანი ინვესტიცია ბიოდეგრადირებადი შეფუთვის წარმოების დასაწყებად.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სერვისის/პროდუქტის შექმნა და/ან განვითარება ხელს უნდა უწყობდეს ნარჩენების ნაკადის შემცირებას, რომელიც საქართველოს ნაგავსაყრელებზე ჩაედინება. თქვენი პროდუქტი/სერვისი უნდა ეხმარებოდეს სასტუმროს, რესტორნისა და კაფის (HORECA) სექტორისთვის ხელმისაწვდომ ფასად პლასტიკური შეფუთვის ალტერნატივების შექმნას.
იდეათონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, შეავსოთ ეს სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/Mf1KN5biLCowgRof9
აპლიკაციის შევსების ბოლო თარიღია: 15 მარტი.
მეორე ტურში შერჩეული იდეების ავტორები გაივლიან ორკვირიან აქსელერაციის პროგრამას, სადაც, მენტორების დახმარებით, იმუშავებენ იდეის ბიზნესმოდელის დახვეწასა და განვითარებაზე. აქსელერაციის დასასრულს, ისინი წარდგებიან ჟიურის წინაშე.
საპრიზო ფონდი 60 000 ლარია, რომელსაც გამარჯვებული გუნდი ან გუნდები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისგან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან და გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) მიიღებენ. საყურადღებოა, რომ გამარჯვებული გუნდი ან გუნდები მიიღებენ არა თანხას, არამედ, ამ თანხის ფარგლებში მოთხოვნილ სერვისს ან მომსახურებას, რაც ბიზნესის დაწყების ან განვითარებისთვის სჭირდებათ.
იდეათონი ხორციელდება USAIDის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), შესაფუთი მასალების მწარმოებელთა (PMAG) და საქართველოს ნარჩენების მართვის (GWMA) ასოციაციებთან პარტნიორობით. იდეათონი წარიმართება კომპანია "ფორსეტის" ორგანიზებით. ღონისძიების მედიაპარტნიორია NEXT.On.ge.
სამუშაო ენა: ქართული
წყარო: ForSet