შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
ნავიგატორი
1293


RDA შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

უნიკალური ნომერი: 000905

კონკურსის შესახებ:

კომპონენტის მიზნები :

  • პირველადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა;

  • მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურებით თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება;

  • ეფექტური კოოპერაციის ხელშეწყობა;

  • ფერმერებისათვის მიღებული მოსავლის დასაწყობების ხელშეწყობისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა;

  • შემნახველი საწარმოებისათვის სერვისის მიმწოდებლად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

  • შემნახველი ინფრასტრუქტურის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა;

კომპონენტის შესახებ :

კომპონენტი ითვალისწინებს ახალი შემნახველი საწარმოების შექმნით დაინტერესებული იურიდიული პირებისათვის (მათ შორის სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური დახმარების გაწევას;

ფინანსური დახმარება ითვალისწინებს :

  • შეღავათიან აგრო კრედიტს/შეღავათიან აგრო ლიზინგს;

  • სააგენტოს თანადაფინანსებას (გრანტი)*.

სააგენტოს თანადაფინანსება (გრანტი) - სააგენტოს მიერ ბენეფიციარის უსასყიდლო მიზნობრივი თანადაფინანსება (დახმარება) რომელიც არ წარმოადგენს გრანტების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გრანტს და ექვემდებარება დაბეგვრას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

პირობები

შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში :

  • დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა.

  • შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ტონას.

  • შემნახველი საწარმოს ტექნიკური პარამეტრები გათვლილი უნდა იყოს შესაბამის რეგიონში წარმოებული პროდუქციის (კერძოდ, კურკოვანი, თესლოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული, ბოსტნეული, კაკლოვნები, ყურძენი, ციტრუსოვანი და ბაღჩეული კულტურები) სპეციფიკაზე;

  • შემნახველი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის გარდა.

დაფინანსების პირობები :

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია დაფინანსების სხვადასხვა წყაროს გამოყენებით :

შენიშვნა: თანადაფინანსების სპეციალური პირობები ვრცელდება იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გაყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნუსხით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან/და რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-ით თუმცა არაუმეტეს 500,000 ლარისა.

  • ა) სააგენტოს თანადაფინანსება - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა;

  • ბ) პროექტის დაფინანსების დამატებითი ფინანსური რესურსი (პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 60%) მათ შორის ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობის თანხა, შეღავათიანი აგრო-კრედიტის ფარგლებში გაცემული კრედიტი/ლიზინგი, პროექტის დაფინანსების ალტერნატიული დამატებითი წყარო.

  • პროექტის ჯამურ ღირებულებაში არ მოხდება შემდეგი ხარჯების გათვალისწინება: მიწის ღირებულება, საპროექტო სამუშაოები და საბრუნავი საშუალებების შესყიდვის ხარჯები (მათ შორის საოპერაციო ხარჯები);

  • პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნა/შეძენა, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები დღგ - ს, დანადგარების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულების ჩათვლით. ასევე, დაფინანსდება საწარმოს კომუნიკაციებით უზრუნველყოფა;

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსება არ გავრცელდება :

  • ა) მიწის შეძენაზე;

  • ბ) შენობა ნაგებობების შეძენაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეძენა ხორციელდება სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან“, მუნიციპალიტეტებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისგან. თანადაფინანსების თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს ამავე პუნქტში აღნიშნული უძრავი ნივთის სახელმწიფოსგან პრივატიზებისას საპრივატიზებო პირობის სახით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაში.

  • გ) არსებული შემნახველი საწარმოს ან შემნახველ საწარმოს კაპიტალში არსებული წილის შეძენა.

ბენეფიციარის ვალდებულებები :

  • შემნახველი საწარმო შექმნას ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში;

  • შემნახველი საწარმოს შექმნიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოს საწარმოს ფუნქციონირება;

  • შეუნარჩუნოს შემნახველ საწარმოს პროფილი ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. შემნახველი საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვრება საწარმოს ექსპლუატაციაში მიღების თარიღით გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საწარმოს მოწყობა დაგეგმილია ექსპლუატაციაში მყოფ შენობაში. ასეთ შემთხვევაში საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული დაფინანსების, მათ შორის სააგენტოს თანადაფინანსების, საბანკო კრედიტის/ლიზინგის და ბენეფიციარის თანამონაწილეობის სრულად ათვისების და მიზნობრივად გახარჯვის დოკუმენტურად დადასტურების მომენტისათვის, თუმცა არაუგვიანეს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვისა;

  • ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები (მათ შორის შენობა-ნაგებობები) იპოთეკით/გირავნობით დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ. ამავდროულად დასაშვებია, რომ სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარი/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი;

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, დაუშვებელია კოოპერატივის/წევრების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობის შემცირება ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

შესაბამისობის კრიტერიუმები

  • შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს - საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი (მათ შორის რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი);

  • ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო საწარმო, ან სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო;

  • პოტენციური ბენეფიციარი საკუთრებაში უნდა ფლობდეს მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება შემნახველი საწარმოს შექმნა;

  • იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს :

    • ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების არანაკლებ 3/4-ს (თითოეულ წევრს) უნდა ჰქონდეს საკუთრებაში ან/და კოოპერატივში პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სადაც გაშენებულია ბაღი ან მოჰყავთ ბოსტნეული), რომელსაც არ გაასხვისებს/გადასცემს მესამე პირს დროებით სარგებლობაში ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე;

    • ბ) კოოპერატივის წევრების ან/და კოოპერატივის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე მოყვანილი/მოსაყვანი მოსავლის მოცულობა შესაბამისი უნდა იყოს შესაქმნელი შემნახველი საწარმოს წარმადობასთან/მოცულობასთან, მოყვანილი/მოსაყვანი მოსავლის მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ შემნახველი საწარმოს წარმადობა/მოცულობის ½ -ს;

"სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების" კომპონენტის ფარგლებში შექმნილი შემნახველი საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მიერ შემუშავებულ საწარმოს სტანდარტებს.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში წარსადგენი შესაქმნელი საწარმოს ტექნიკური პარამეტრები :

  • შესანახად განსაზღვრული ნედლეულის დახასიათება (კულტურა, ჯიშები, მოწოდების არეალი, შესაბამისი ნარგაობის ფართობები).

  • შენახვის ტექნოლოგიური სქემის აღწერა (წინასწარი დამუშავება, კონსერვანტების გამოყენება, შენახვის რეჟიმი, ტექნოლოგია (ULO technology, CA storage და ა.შ.).

  • შემნახველი საწარმოს არქიტექტურული პროექტი.

  • შეძენისათვის განსაზღვრული აგრეგატების ტექნიკური მონაცემები (სამაცივრე დანადგარები, ვენტილაციის სისტემა, ჰაერის დამატენიანებელი).

  • შენახვისათვის განსაზღვრული ტარა-მასალის აღწერა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

აკრძალვები :

პროექტით გათვალისწინებული მასტიმულირებელი მექანიზმები არ გავრცელდება შემდეგი პროფილის შემნახველ საწარმოებზე :

  • 1) რძისა და რძის პროდუქტების შემნახველ საწარმოებზე;

  • 2) ხორცისა და ხორცპროდუქტების შემნახველ საწარმოებზე;

  • 3) თევზისა და თევზ პროდუქტების შემნახველ საწარმოებზე.

ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების გაცემის ეტაპებია :

  • განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტაციის ვებ გვერდის rda.gov.ge მეშვეობით წარმოდგენა;

  • ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება;

  • თანადაფინანსების გაცემა (გაიცემა ტრანშებად);

  • ვალდებულებების შესრულების დადასტურება საექსპერტო/აუდიტორული დასკვნით.

„შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“კომპონენტის ფარგლებში მონაწილეობის მისაღებად :

მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ. გვერდზე rda.gov.ge, შეავსონ განაცხადის ელექრონული ფორმა, ატვირთონ თანმდევი დოკუმენტები და ვებ.გვერდის მეშვეობით გადმოგზავნონ.

შენიშვნა : ელექტრონულ პროგრამაში განაცხადთან ერთად აუცილებელია წარმოდგენილი იყოს ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტის PDF ვერსია. დამატებით, თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებამდე პოტენციური ბენეფიციარი ვალდებულია საექსპერტო/საშემფასებლო/აუდიტორული დასკვნის, ნოტარიულად დამოწმებული ინვოისების თარგმანი (უცხო ენოვანი ინვოისების არსებობის შემთხვევაში) და დამფუძნებელთა/მეპაიეთა კრების ოქმის ორიგინალი დოკუმენტი წარმოადგინოს სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის ან/და სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული სამსახურ(ებ)ის მეშვეობით.

შენიშვნა : პოტენციურმა ბენეფიციარებმა განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ვებ. გვერდზე განთავსებული სახელმძღვანელო ფორმების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ან/და თანმდევი დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილად/ხარვეზებით განაცხადი იქნება უარყოფილი და ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ პოტენციური ბენეფიციარი ხელახლა დაიკავებს რიგს.

სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (მიმართვის ფორმა)

„ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ" ვალდებულებების აღების თაობაზე დამფუძნებელთა კრების ოქმი.


წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო

დამატებულია: 06-04-2021

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20-05-2021 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 8 დღე;






27-04-2021

კონკურსი - მონაწილეობ. ბიუჯეტირება ახალციხის მუნიციპალიტეტში

25-01-2019

სტარტაპ ლიზინგი – თიბისი ბანკი

04-05-2021

კონკურსი CNC დანადგარის შესყიდვაზე

25-01-2019

სტარტაპ ლიზინგი – თიბისი ბანკი

25-01-2019

სტარტაპ ლიზინგი – თიბისი ბანკი

27-04-2021

კონკურსი - მონაწილეობ. ბიუჯეტირება ახალციხის მუნიციპალიტეტში

25-01-2019

სტარტაპ ლიზინგი – თიბისი ბანკი

04-05-2021

კონკურსი CNC დანადგარის შესყიდვაზე


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ