თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის
ნავიგატორი
1131


GITA თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის

უნიკალური ნომერი: 000960

კონკურსის შესახებ:

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, „თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის“ პროგრამის ფარგლებში.

თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის, რომელთა რეგისტრაციიდან ორ წელზე ნაკლებია გასული. განაცხადის შემოტანა ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება კონტრაქტის გაფორმებამდე.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ ერთწლიანი პროექტებისათვის და არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის, 90 პროცენტს და 100’000 ლარს. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი, სხვა, სასურველია - კერძო სექტორის, წყაროებიდან. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარმოდგენა.

თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო და სხვა საჭირო დოკუმენტები ამავე გვერდზეა განთავსებული.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 აგვისტო.


წყარო: GITA

დამატებულია: 28-06-2021

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 05-08-2021 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9 დღე;






25-01-2019

საქართველოს ბანკი თქვენი ბიზნესისთვის

26-02-2020

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტი (TTPP)

25-01-2019

სტარტაპ სასტუმრო სესხი – თიბისი ბანკი

20-07-2021

საგრანტო კონკურსი გურიის რეგიონში მოქმედი ბიზნესსუბიექტებისთვის

20-07-2021

საგრანტო კონკურსი გურიის რეგიონში მოქმედი ბიზნესსუბიექტებისთვის

25-01-2019

საქართველოს ბანკი თქვენი ბიზნესისთვის

26-02-2020

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტი (TTPP)

25-01-2019

სტარტაპ სასტუმრო სესხი – თიბისი ბანკი


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ