კონკურსი გადამამუშავებელი დანადგარების შესყიდვაზე
ნავიგატორი
197


USAID კონკურსი გადამამუშავებელი დანადგარების შესყიდვაზე

უნიკალური ნომერი: 000985

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების /ინფორმაციის /კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს გადამამუშავებელი დანადგარები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია ავტომატურ შესაფუთ დანადგარსა და ვაშლის ფუნჯით სარეცხ დანადგარზე შეთავაზებების მოთხოვნა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.
სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2021 წლის 28 სექტემბრამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2021 წლის 15 ნოემბერი.
მიწოდების ადგილი: სოფელი დიცი, გორის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლის რეგიონი.

შესყიდვა განხორციელდება ორ ლოტად:

ლოტი #1: ავტომატური შესაფუთი დანადგარი
ლოტი #2: ვაშლის ფუნჯით სარეცხი დანადგარი.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

შეთავაზებების წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 17 სექტემბრის 17:00 საათისა.


წყარო: http://jobs.ge

დამატებულია: 09-09-2021

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 17-09-2021 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 1 დღე;






23-01-2019

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“

28-08-2021

კონკურსი მდგრადი კავკასიის ორგ. განვითარების მხარდასაჭერად

12-02-2020

LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია

12-02-2020

გამარტივებული მიდგომა ფიტოსანიტარული და საკვების უვნებლობის სფეროსათვის

12-02-2020

გამარტივებული მიდგომა ფიტოსანიტარული და საკვების უვნებლობის სფეროსათვის

23-01-2019

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“

28-08-2021

კონკურსი მდგრადი კავკასიის ორგ. განვითარების მხარდასაჭერად

12-02-2020

LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია


სიახლეების გამოწერა





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ