11 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი ჩატარდება მთაწმინდის პარკში (11:00 – 18:00 საათი).
11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს ყველა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2018 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ იგემონ საუკეთესო ღვინოები.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი ტრადიციულად დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით.
ფესტივალის მუსიკა: „ნალი ბენდი“, რეზო
დამატებულია: 01-05-2019 წყარო: საქართველოს ღვინის კლუბი



