თბილისში სამგორი-ვაზისუბნის, ახმეტელი-თემქისა და სამება-მახათის მთის მიმართულებით საბაგიროები აშენდება
ნავიგატორი
4093

თბილისში სამგორი-ვაზისუბნის, ახმეტელი-თემქისა და სამება-მახათის მთის მიმართულებით საბაგიროები აშენდება

თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით თბილისსი საბაგიროები სამი მიმართულებით აშენდება-სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა.

რომელი პროექტი განხორციელდება პირველად, ამას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ, 5 თვეში გადაწყვეტენ.

"საბაგიროების თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე თვის წინ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, როდესაც გაიცა დავალება იმ კონკრეტული არეალების გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც საბაგიროების პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება - „სამგორი-ვაზისუბანი“, „ახმეტელი-თემქა“ და „სამება-მახათას მთა“. შესაბამისად, ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დასაბუთების მომზადება გვჭირდება, რომლის შემდეგაც უკვე სრული სურათი გვექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტრანსპორტის აღნიშნული სახეობით, ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს.

„პრიორიტეტების მიხედვით დალაგდება, რომელია ყველაზე საინტერესო მიმართულება ჩამოთვლილ მიმართულებებს შორის და უკვე ხუთი თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება ის პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ. საბაგირო გზები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, ამ სამი საბაგიროს მარშრუტიდან ერთი -სამგორი-ვაზისუბანი საბჭოთა პერიოდში ფუნქციონირებდა.იგი 1986 წლის 1 მაისს გაიხსნა და 2002 წლამდე მუშაობდა.საბაგიროს სიგრძე 820 მეტრია.

24-04-2019

წყარო: intermedia.ge

24-04-2019

ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება

16-03-2023

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024

02-04-2019

გენადი არველაძემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიმდინარეობა გააცნო

15-02-2019

კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ