|
| 1859 |
|---|
საქართველოში ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენებისთვის ექსპლუატაციის წესები დგინდება
| საქართველოში ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენებისთვის ექსპლუატაციის წესები დადგინდება. საუბარია ევრორეგულაციის შესაბამისი პირობების ამოქმედებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს დირექტორის ბრძანების ამოქმედების შემდეგ, ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენები ოპერირებას ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განახორციელებენ. ფრენების შესასრულებლად, ვერტმფრენი უნდა იყოს სპეციალურად აღჭურვილი, მათ შორის სიმაღლის რადიომზომით, რომელიც ფრენის ყველა ეტაპზე გამოსცემს ხმოვან სიგნალს, თუ ვერტმფრენი წინასწარ განსაზღვრულ სიმაღლეზე დაბლა დაეშვება, ხოლო ხმოვან და ვიზუალურ სიგნალს – პილოტის მიერ შერჩეულ სიმაღლეზე. ვერტმფრენზე დამონტაჟებული უნდა იყოს შემდეგი დამატებითი აღჭურვილობა: სარეზერვო ან მეორადი კვების წყარო ღამის ხედვის სათვალეებისთვის, ჩაფხუტი ღამის ხედვის სათვალის მიერთების შესაძლებლობით. ბრძანების პროექტი სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. |

24-04-2019
წყარო: 1tv.ge
|
11-04-2019 თბილისში კავკასიაში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნა |
|---|
|
24-02-2019 თბილისში გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის სამშენებლო ობიექტებზე წესები მკაცრდება - რა სანქციები დაეკისრება დამრღვევ პირს |
|
14-10-2022 როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა? |
|
27-05-2019 ევროკავშირი ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ქალთა გაძლიერებას ახალქალაქში |