სიახლეები
ნავიგატორი

გასულ კვირას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა და ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის შესახებ დეპუტატების კითხვებს რამდენიმე საათს პასუხობდა.

დამატებულია: 25-03-2019
წყარო: bpn.ge




ყველა თანხმდება იმაზე, რომ საწვავზე მომუშავე ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლა უალტერნატივოა და მას კაცობრიობისათვის სიკეთის მოტანა შეუძლია. როგორც DW წერს, საწვავზე მომუშავე ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლებას ბევრი დადებითი მხარე აქვს: არის ეკონომიური, ნაკლებად აბინძურებს გარემოს და ამცირებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მოთხოვნას.

დამატებულია: 25-03-2019
წყარო: bpn.ge




პროფესიის არჩევისას ბევრი ფიქრი გვიწევს - ავირჩიოთ ისეთი პროფესია, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების რეალიზებაში და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფს ჩვენს ცხოვრებას.

აშშ-ის შრომითმა ბიურომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც საუბარია სხვადასხვა პროფესიაზე, რომელიც ექსპერტების აზრით, 2026 წლისთვის ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი იქნება.

დამატებულია: 25-03-2019
წყარო: bpn.ge




Turkish Airlines-ი, Aegean Airlines-ი და Pegasus Airlines-ი ის ავიაკომპანიებია, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ და რომლებიც South China Morning Post-ის ექსპერტის ნიკ ლუკასის შეფასებით, მგზავრებს ბორტზე ყველაზე გემრიელ კერძებს სთავაზობენ. ამავე რეიტინგში კიდევ 5 ავიაკომპანია მოხვდა. South China Morning Post-ის ექსპერტმა ანტირეიტინგიც შეადგინა, უგემური სადილების ჩამონათვალში ნიკ ლუკასმა მხოლოდ 3 ავიაკომპანია შეიყვანა, საიდანაც ერთი – „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ სა

დამატებულია: 25-03-2019
წყარო: bpn.ge




საქართველოს სამონადირეო ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის „ოჩოპინტრე“ გამგეობის წევრმა ნუკრი მახარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტურისტების მხრიდან დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ქვეყანაში ჩამოსული ყოველი 50-დან 3-4 ვიზიტორი ნადირობის სურვილს გამოთქვამს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობა და ინფრასტრუქტურა არ არსებობს, მათ ვერაფერს ვთავაზობთ.

დამატებულია: 25-03-2019
წყარო: bpn.ge




Hilton-ი სასტუმროების ქსელის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, ისინი გამოყენებულ საპონს გადაამუშავებენ. ცნობილია, რომ შედეგად 1 მილიონ ახალ საპონს დაამზადებენ. სასტუმროთა ქსელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ რაოდენობის საპონს 15 ოქტომბრამდე დაამზადებენ, სწორედ 15 ოქტომბერს აღინიშნება „ხელის დაბანის საერთაშორისო დღე“.

დამატებულია: 25-03-2019
წყარო: bpn.ge




ჩვენი ტრადიციული სამშაბათობები გრძელდება! ღვინის კლუბის თავისუფალი ლექციები ღვინის თანხლებით!

მორიგი შეხვედრა 2 აპრილს, საღამოს 19:00–ზე გაიმართება ვაკეში, ღვინის ბარ 8000 მოსავალში, აბაშიძის #60.

შეხვედრას გაუძღვებიან:

მალხაზ ჯაყელი და ლიზა გრანიკი MW

დამატებულია: 25-03-2019
წყარო: ღვინის კლუბი




საქართველოში დაიწყო ევროკავშირის დაძმობილების ახალი პროექტი „ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის ხარისხის ამაღლება საქართველოში“, რომლის მთავარი პარტნიორი ქვეყანა საბერძნეთია. 

პროექტი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის დაძმობილების პროექტი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ხარისხის ამაღლების პროცესშ

დამატებულია: 25-03-2019
წყარო: ფინანსთა სამინისტრო




ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დასრულდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეგიდის ფარგლებში დაგეგმილი კურსი -„როგორ დავიწყოთ ბიზნესი“, რომელიც აერთიანებდა ლტოლვილ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ - ქისტ ქალბატონებს.

დამატებულია: 25-03-2019
წყარო: ფინანსთა სამინისტრო




ვის შეუძლია დასწრება?!
- მათ, რომლებიც ამ ეტაპზე მუშაობენ ბიზნეს გეგმაზე და სჭირდებათ ექსპერტების რეკომენდაციები.

 მუშაობის ფორმატი:
ინტერაქტიული
მცირე ჯგუფები (მაქს. 7 ადამიანი)
პრაქტიკული მაგალითების განხილვა

კონსულტაციას გაგიწევენ BPN Georgia-ს ქართველი წარმომადგენლები.

დამატებულია: 25-03-2019
წყარო: BPN Georgia




26 მარტი 2019, თბილისი – ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, თბილისში, სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების მიზანია საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.  

დამატებულია: 25-03-2019
წყარო: Enpard




 25 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმროში „თბილისი რუმს“, საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს საპარლამენტო რეფორმის მიმდინარეობასა და პირველად შედეგებზე.
 პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, შეაჯამებენ პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის მიღებიდან 100 დღეში მიღწეულ შედეგებს.

დამატებულია: 22-03-2019
წყარო: UNDP




2010-2019 წლებში შემოსავლების სამსახურმა კომერციულ ბანკებში 40 საგადასახადო შემოწმება განახორციელა.აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ „ევროპული საქართველოს“ წევრ, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილისგან მიიღო.

საქმე იმაშია, რომ დეპუტატმა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს 2010-1019 წლებში კომერციული ბანკების საგადასახადო შემოწმების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მიწოდების თხოვნით მიმართა.

დამატებულია: 22-03-2019
წყარო: commersant.ge




ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების  დაძმობილების პროექტის მართველი კომიტეტის მე-4 სხდომა, 21 მარტს, ოფიციალურად გახსნა.

შემოსავლების სამსახურში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ტექნიკური ნაწილის - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) და ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის „ასოცირების დღის წესრიგის“ ფარგლებით გან

დამატებულია: 22-03-2019
წყარო: commersant.ge




21 მარტს, პაშა ბანკის თანამშრომლებმა კიდევ ერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს. მოხალისეებმა კრწანისის ტყე-პარკში (ასევე ცნობილია, როგორც ფონიჭალის ნაკრძალი), 2 ჰექტრის ფართობის ტერიტორია  უკვე მესამედ დაასუფთავეს.

პაშა ბანკმა აღნიშნული ტერიტორიის სუფთად შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა 2018 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს აიღო, როცა ბანკი, ორგანიზაცია CENN-ის მიერ ინიცირებულ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას - „გარემოს გულისთვის" შეუერთდა. აღნიშნული პასუხისმგებლო

დამატებულია: 22-03-2019
წყარო: commersant.ge




„ჩვენ ჩამოვედით ლენტეხში მოსახლეობასთან შესახვედრად, გვინდოდა გვესაუბრა, თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მათ „ხელედულა ჰესის" მშენებლობამ და დიალოგის რეჟიმში მოგვესმინა თუნდაც მწვავე შენიშვნები, რასაც მაქსიმალურად გავითვალისწინებდით. თუმცა, დავინახეთ, რომ აზრი არის გაყოფილი ორად - არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც აინტერესებს კომუნიკაციაში შემოსვლა, მოსმენა და კითხვების დასმა ჰესის მშენებლობის საკითხებზე, ასევე არის მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ სურს კომ

დამატებულია: 22-03-2019
წყარო: commersant.ge




მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩასატარებლად, 2017-2018 წლებში 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, პროექტი ვერ განხორციელდა ამ დრომდე. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურის ანგარიშშია მოცემული.

კერძოდ, სამსახურმა მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ პროექტების არათანმიმდევრული განხორციელების შედეგად, გარკვეულ შემთხვევებში სააგენტოს სახსრები არაეფექტიანად დაიხარჯა.

დამატებულია: 22-03-2019
წყარო: commersant.ge




ბიზნეს სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი მთავრობას ინიციატივით მიმართავს - „ანაკლიის პორტის“ მშენებლობა დაფინანსდეს „საპენსიო ფონდში“ დაგროვილი საინვესტიციო ფულით, რომელიც უკვე 110 მილიონ ლარს გასცდა და ყოველდღიურად იზრდება.

როგორც ჩარგეიშვილი კომერსანტთან საუბარში განმარტავს, ამის შემდეგ ბევრი კითხვა მოიხსნება, დაფინანსება იქნება რეალური და შედეგზე ორიენტირებული. მისი განმარტებით, ამ თემის სწორად რეალიზაცია ყველა მხარეს შედეგობრივად კმაყოფილს გახდ

დამატებულია: 22-03-2019
წყარო: commersant.ge




სახელმწიფო კვლავ ვერ თუ არ ახერხებს სათამაშო ბიზნესის გაკონტროლებას. დღემდე უცნობია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ოფიციალური სტატისტიკა, არც ის იცის არავინ, ამ პრობლემის გამო, რამდენმა მოთამაშემ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, რამდენი დარჩა უსახლკაროდ და რამდენი გაიქცა უცხოეთში ვალების დასაფარად. სამაგიეროდ, ვიცით, რომ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით „მმართველი გუნდის“ მიერ მომზადებული კანონები უკვე წლებია საპარლამენტო თაროებზეა შემოდებული.

დამატებულია: 22-03-2019
წყარო: commersant.ge




ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნინო ზამბახიძის შეფასებით, უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის შეზღუდვა დარგში უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს.ამის შესახებ ზამბახიძემ 2018 წლის FDI-ის შემცირებული სტატისტიკის კომენტირებისას განუცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს სოფლის მეურნეობაში დაახლოებით, 16 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 3.5 მლნ-ით აღემატება, ფაქტია, დარგი უცხოელი ინვესტორებისთვის ნაკლებადაა მიმზიდველი.

დამატებულია: 22-03-2019
წყარო: commersant.ge




„არგენტინასა და საქართველოს შორის კავშირები უნდა განვამტკიცოთ და უფრო ქმედითი გავხადოთ, განსაკუთრებით, ეკონომიკური და კომერციული კუთხით. ჩვენ ვაწარმოებთ ღვინოს, თქვენ - ღვინის კულტურის 8 ათასიანი ისტორია გაქვთ, შესაბამისად, ღვინის ერთად შესმის გარდა, მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამ საერთო ფასეულობას კრეატიულ მიმართულებას მივცემთ ღვინის მსოფლიო წარმოების კუთხით. ჩვენ ასევე შეგვიძლია გვქონდეს ინიციატივები სოფლის მეურნეობის დარგში ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებით - განაცხადა არგენტინის საგარე

დამატებულია: 22-03-2019
წყარო: commersant.ge




საქართველოში ბელარუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დღეს საქართველო ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბელარუსს ძალიან ძლიერი მეცხოველეობის სექტორი აქვს.

დამატებულია: 22-03-2019
წყარო: commersant.ge




სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესების შემთხვევაში, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების ნაცვლად უფრო მაღალი შენობა-ნაგებობები ააშენონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძე სოციალური ქსელის მომხმარებლის, გიორგი თევდორაძის შეკითხვას გამოეხმაურა, რომელიც ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის N11 კორპუსის ავარიულობას ეხებოდა.

დამატებულია: 22-03-2019
წყარო: commersant.ge




დღეს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარის, „აპტოსის“ ძაფების საწარმოო კომპლექსის საძირკველის ჩაყრის ღონისძიება გაიმართა.

„აპტოსი“ სახისა და სხეულის დასაჭიმი მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანიაა, 23 წლიანი ისტორიით. ეს პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე.

დამატებულია: 22-03-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ