ნაპოვნია 1 029
-
კონკურსი საუკეთესო კვლვეითი პროექტისთვის
ბრიტანული საქველმოქმედო საზოგადოება FaRiG აცხადებს კონკურს საუკეთესო კვლვეითი პროექტისთვის, ასევე აწესებს ჯილდოს საუკეთესო ესსესთვის. FaRiG ოფიციალირად გაფორმებული ბრიტანული საქველმოქმედო საზოგადოებაა, დაარსდა 2000 წელსგანსვენებული ჯონ უილკინსონის მიერ; FaRiG ყოველ წელს ანიჭებს გრანტებს ქართველ მეცნიერებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა გამოკვლებისთვის.
-
GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის
1 მაისს, 16.00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე გამოცხადდება პროექტის GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის. მოწოდებული იქნება ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებისა და პირობების, იმ აქტივობებისა და საგრანტო კომპონენტის დეტალების შესახებ, რომელზე წვდომაც ექნებათ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს.
-
ქვეყნები, სადაც საქართველოდან მსხვილი საოჯახო ტექნიკა გადის
აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი და ისრაელი - ეს ის ქვეყნებია, სადაც 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსხვილი საოჯახო ტექნიკა გავიდა - საერთო ჯამში 3 377 ერთეული. „სტატისტიკის“ ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან სულ 3 774 ერთეული ტექნიკა გავიდა, 2019 წელს კი 3 377 ერთეული.
-
პრობლემები თბილისის მეტროპოლიტენში - გვირაბებში ელექტროსისტემის შეცვლა იგეგმება
მეტროს გვირაბებში ელექტროსისტემის შეცვლა იგეგმება. ამისათვის აზიის განვითარების ბანკმა 15 მილიონი დოლარი გამოყო. თბილისის მეტროსადგურში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს სატრანსპორტო კომპანიაში აკეთებენ. „აღნიშნული მეურნეობა სამწუხაროდ მოძველებულია და ქალაქ თბილისის მერია მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები. კონკრეტულად ამ ძალოვან კაბელების თემასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერმა გააკეთა გა
-
რა ღირს მარწყვი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში?
მსოფლიო ბაზარზე მარწყვის სეზონი სტარტს იღებს, ფასები კი რეკორდულად დაცემას განაგრძობს. როგორც East fruit-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული, ახალი პროდუქტის მთავარი მიმწოდებელი თურქეთია, ხოლო პრემიუმ სეგმენტში - ისრაელი. ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას მარწყვის ფასი 22%-ით კიდევ შემცირდა, პროდუქტი ყველაზე ძვირი რუსეთშია. კერძოდ, 1კგ მარწყვის ღირებულება საშუალოდ 7,02 დოლარია. მას მოსდევს უკრაინა, სადაც პროდუქტის ღირებულება 10%-ით შემცირდა და 1 კგ მარწყვის
-
ივანე მაჭავარიანი - 30-40 წლის შემდეგ საქართველოში საბაზისო პენსია ცალკე არ იქნება სამყოფი, სამყოფი იქნება საბაზისო დაგროვებითთან ერთად
დაგროვებითი პენსია იქნება ის მექანიზმი, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი შვილების თაობას მისცემს მნიშვნელოვან და ღირსეულ პენსიას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დაგროვებით პენსიასა და ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დაგროვებითი პენსია, შედეგს 20 წელიწადში იძლევა და მისი შედეგების განსაზღვრა, დიდი ალბათობით, შესაძლებელია.
-
Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავს
ავტოკონცერნი Ford-ი Tesla-ს კონკურენტი კომპანიის წარმოებაში $500 მილიონი ინვესტირებას გეგმავს. ეს ინვესტიცია ელექტრომობილების (Rivian Automotive LLC-ის) წარმოებაზე დაიხარჯება. ავტოკონცერნ Ford-ის ცნობით, კომპანია და Rivian-ი ერთად შექმნიან პრინციპულად ახალ ელექტრომობილს. დეტალები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ელექტრომობილს „სკეიდბორდის“ პლატფორმა ექნება. თებერვალში Rivian-ი Amazon-ში $700 მილიონის ინვესტირებას გეგმავდა.
-
უნდა ჩადოს თუ არა ფული საპენსიო ფონდმა ჰესებსა და ენერგოპროექტებში
უნდა დაფინანსდეს თუ არა ჰესები და ენერგეტიკული პროექტები საპენსიო ფონდიდან? ეს საკითხი აქტუალური გახდა 23 აპრილს პარლამენტში გამართული დისკუსიების შემდეგ, როდესაც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა და ფინანასთა მინისტრმა ეს შესაძლებლობა არ გამორიცხეს და მეტიც, იდეის დონეზე მხარიც დაუჭირეს. საპენსიო ფონდი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შედეგად აკუმულირებული თანხების ერთობლიობას წარმოადგენს. მართალია, საბჭო, რომელმაც ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს, ჯერ არ დაკომპლექტებულ
-
გარემოს ქმნი შენ:საჯარო ფორუმი /Talking Environment
თუ ხართ ► სტუდენტი ► სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ► ჟურნალისტი ► ექსპერტი ► საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი ან უბრალოდ ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა გარემოზე შემოგვიერთდით ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ ფორუმზე “Talking Environment”, რომელიც გაიმართება 5 მაისს ექსპო ჯორჯიაში და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ და საკუთარი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაში. &
-
სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეხვდა
24 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე მიხეილ ხიდურელმა, სტუდენტებს, სააგენტოს მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო.
-
როგორ შეიცვალა თბილისის მერის მოადგილეების ხელფასები 2013 წლიდან
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერის მოადგილეებს და ვიცე-მერს ხელფასები გაეზარდათ. ამის შესახებ მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, მოადგილეებსაც და ვიცე-მერსაც აკრძალული აქვთ დანამატებისა და პრემიის აღება, რასაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არეგულირებს.
-
ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება
ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველიდან 15 მაისის ჩათვლით, შესაბამის კომპანიას – taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ. „ტაქსების რეფორმა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, სატრ
-
საქართველოში ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენებისთვის ექსპლუატაციის წესები დგინდება
საქართველოში ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენებისთვის ექსპლუატაციის წესები დადგინდება. საუბარია ევრორეგულაციის შესაბამისი პირობების ამოქმედებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს დირექტორის ბრძანების ამოქმედების შემდეგ, ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენები ოპერირებას ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განახორციელებენ. ფრენების შესასრულებლად, ვერტმფრენი უნდა იყოს სპეციალურად აღჭურვილი, მათ შორის სიმაღლის რადიომზომით, რო
-
თბილისში სამგორი-ვაზისუბნის, ახმეტელი-თემქისა და სამება-მახათის მთის მიმართულებით საბაგიროები აშენდება
თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით თბილისსი საბაგიროები სამი მიმართულებით აშენდება-სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა. რომელი პროექტი განხორციელდება პირველად, ამას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ, 5 თვეში გადაწყვეტენ. "საბაგიროების თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე თვის წინ მთავრობის სხდომა
-
ახალი კომპანია პანდა აპირებს, სარეკლამო ბაზარზე ერთფეროვნებას დაუპირისპირდეს
თამამი, დასამახსოვრებელი, აქტუალური - ასეთია პანდა - კრეატიული სააგენტო, რომელიც ბაზარზე ახალი იმიჯით შემოდის. "ჩვენ ვაკეთებთ პროპაგანდას" - ეს პანდას ახალი მიდგომაა, რომლითაც ქართულ მარკეტინგულ ბაზარზე აპირებენ დამკვიდრებას. ახალი კამპანიით ისინი გამოდიან ერთფეროვნების წინააღმდეგ, რომელსაც თანამედროვე მარკეტინგულ ბაზარზე ხედავენ. ვიდეორგოლით პანდა ცდილობს თქვას, რომ საკმარისია გაიფიქრო და შეძლებ, რომ შენს გარშემო არსებული ერთფეროვნება
-
ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრა ტექნოპარკში გაიმართება
ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრა 2019 წლის 25 აპრილს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე ტექნოპარკში გაიმართება. (ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა). ProductTank-ი არაფორმალური შეხვედრების სერიაა, სადაც იკრიბებიან ადგილობრივი პროდაქთ ქომუნითის წამომადგენლები. ყოველთვიური სერიების ფარგლებში ProductTank მასპინძლობს სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას დამსწრე საზოგადოებას თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეში უზიარებენ.
-
მარიამ ქვრივიშვილმა Startup Grind-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა Startup Grind-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას 500-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი, მეწარმეები და ინვესტორები დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა. სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა აჭარა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.
-
ეკონომიკის სამინისტრო: ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს
საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით- ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. უწყების განმარტებით, ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ
-
„ეს წალკაა“ პროექტის ფარგლებში წალკის სოფლებში სათემო მობილიზაციის პირველი შეხვედრები იგეგმება
მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში CENN იწყებს სათემო მობილიზაციის შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტის 18 სოფელსა და ქალაქ წალკაში. სათემო მობილიზაციის მიზანია ყველა დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების და სოფლისგანვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომის შესახებ.
-
პრემია "ჟირაფი"
ყურადღება ⇒ 2019 წლის ვიზუალური ხელოვნების პრემია „ჟირაფის“ შესარჩევი კონკურსი 10 მაისამდე გრძელდება! ⇒ შეგახსენებთ, რომ პრემია „ჟირაფი“ დაფუძნდა ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯის" ხელმძღვანელის, ბ-ნი გიორგი ჯავრიშვილის მიერ და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი დაჯილდოება გაიმართა 2015 წლის 11 ივნისს.
-
ზუგდუდში, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის თემაზე საჯარო დებატი ჩატარდა
ზუგდუდში, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის თემაზე საჯარო დებატი ჩატარდა. დებატს „კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია - ხელისშემშლელი ფაქტორები“. დაესწრნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს ბიუროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ოფისის, საგანმანათლებლო სექტორის, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები, ასევე პროექტის ბენეფიციარები.
-
ევროკავშირი საქართველოში 3 ახალი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს
ამ დღეებში ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორში სამ ახალ პროექტს იწყებს. ისინი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მრავალრიცხოვან ქმედებებს ემატება და ყურადღებას წყალმომარაგების და სანიტარიული სისტემების რეაბილიტაციაზე, თანამედროვე ნაგავსაყრელების მშენებლობაზე, სამრეწველო დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაზე, ტყეების დაცვაზე, გაუმჯობესებული გარემოს საშუალებით ჯანდაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს.
-
გამოფენა ქართველი პროდუქტ დიზაინერებისთვის
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ქართული ავეჯის კლასტერი, თბილისის ხელოვნების ბაზრობის TAF-ის ივენთის ფარგლებში, იწვევს პროფესიონალ პროდუქტ დიზაინერებს მიიღონ მონაწილეობა გამოფენაზე - DESIGN GEORGIA, რომელიც გაიმართება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის MOMA-ს ახალ სივრცეში, მიმდინარე წლის 15-19 მაისს. TAF - ის ფარგლებში 4 დღის განმავლობაში თბილისის ხელოვნების ბაზრობას 8 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი მუზეუმების წარმომადგენლები, ასევე ხელოვნ
-
როგორ დავიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან
"ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტმომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება. მაგალითად: კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადაამოწმოთ საიტის მისამართი