ნაპოვნია 1 029
-
საქართველო - აშშ პირდაპირი ავიამიმოსვლის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ამერიკელი მოგზაურები მეორე ადგილზე არიან მოგზაურობაზე გაწეული დანახარჯების კუთხით. ისინი საშუალოდ წელიწადში 135 მილიარდს ხარჯავენ საერთაშორისო მოგზაურობაზე, ხოლო საქართველოში მათი დანახარჯი 47 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი ხარჯების 0,03%-ია (2018) ( ერთი ამერიკელი ვიზიტორის დანახარჯი საქართველოში -3047 ლარი/1130 დოლარი, საშულო ღამისთევა-8 ღამე ) .
-
ივანე მაჭავარიანი: განათლების სფეროს დაფინანსება 2022 წლამდე ეტაპობრივად გაიზრდება
განათლების სფეროს დაფინანსება ეტაპობრივად გაიზრდება და 2022 წლის ბიუჯეტში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს მიაღწევს, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ინიციატივით, მომზადდა ცვლილებების პროექტი ბიუჯეტის შესახებ კანონში, რომლის შესაბამისად, სავალდებულოა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს და დამტკიცდეს იმგვარად, რომ განათლების სისტემის დაფინანსება
-
პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 16%-ით გაიზარდა
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ღვინის ეროვნული სააგეტოდან“ აცნობეს. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.
-
2019 წლის მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 328,486 შეადგინა
2019 წლის მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში 328,486 შეადგინა, რაც 13,536-ით მეტია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +4.3%). ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. 2019 წლის მარტში საქართველოში 619,325 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +6.4%-ია.
-
ევროკომისიის სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი, ჯონ კლარკი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს ეწვია
2019 წლის 3 აპრილს, ევროკავშირის მისიამ ბრიუსელიდან, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის, საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის, ჯონ კლარკის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტი მოინახულა. ევროკავშირის დელეგაცია თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფისა (LAG) და პროექტის განმახორციელებელი პარტნიორის, ასცოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) წევრებს შეხვდა. ა
-
ვორქშოპი ბიზნეს გეგმის შედგენა და მარტივი ბუღალტერია
ბიზნესის გაფართოებას აპირებთ და ამისთვის კარგად გაწერილი ბიზნეს გეგმა გჭირდებათ?! მაშინ ეს ღონისძიება სწორედ თქვენთვის არის! BPN Georgia-ს ქართველი და შვეიცარიელი ექსპერტები 15-16 აპრილს გიწვევთ ორ დღიან ვორქშოპზე. ვორქშოპის თემებია: ბიზნეს გეგმის შედგენა და მარტივი ბუღალტერია.
-
DWV-Training მომსახურების ხარისხის მართვის სტრატეგიული მიდგომები
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ კომპანია - C-team management consulting-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან პრაქტიკულ ტრენინგზე: მომსახურების ხარისხის მართვის სტრატეგიული მიდგომები ტრენინგის მიზანი: ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებით
-
იაპონელი ბიზნესმენები – „ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს”
„ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე”, – ამის შესახებ ტოკიოში იაპონიის წამყვანი სადაზღვევო კომპანიის – „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის” სათაო ოფისში გამართულ ქართული ღვინის პრეზენტაციაზე აღინიშნა. ღონისძიება გამოფენის – „საქართველო – ღვინის სამშობლო” ფარგლებში გაიმართა და მას „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის” პარტნიორი კომპანიების დირექტორები, იაპონიის ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების
-
ყოველ ხუთშაბათს, “ნიკორა სუპერმარკეტი” „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებს უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს
დღეიდან, ყოველ ხუთშაბათს, „ნიკორა სუპერმარკეტი” „ლიბერთი ბანკის“ სოციალური ბარათის მფლობელებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. როგორც ბანკში აცხადებენ, აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. „ნიკორა სუპერმარკეტისა” და „ლიბერთის” ერთობლივი პროექტი სექტემბრის თვიდან დაიწყო ჩვენს ქსელში. ამ პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ასობით დასახელების, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე სპეციალური
-
აზიურ ფაროსანას „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებით შეებრძოლებიან
საკარმიდამო ნაკვეთებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში, სადაც აზიური ფაროსანას მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სადგურების ანუ ხაფანგების განთავსების ვადებსა და ადგილმდებარეობაზე აზიური ფაროსანას საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მონიტორი
-
ტერაბანკი ქართველ ემიგრანტებს ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს
ტერაბანკმა სპეციალურად ემიგრანტებისთვის იპოთეკური სესხის ახალი პროდუქტი შექმნა. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა და მის მისაღებად მსურველებს დამატებითი უზრუნველყოფა არ სჭირდებათ. მომხმარებლები, რომლებიც ახალი პროდუქტით სარგებლობას მოისურვებენ, უძრავი ქონების შეძენას როგორც დეველოპერული კომპანიებისგან, ისე ფიზიკური პირებისგან შეძლებენ.
-
აზიის განვითარების ბანკი - საქართველოს ეკონომიკა კვლავაც ნაკლებად დივერსიფიცირებულია
შედარებით მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კვლავაც ნაკლებად დივერსიფიცირებულია - ამის შესახებ აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის აზიის განვითარების მიმოხილვაში, რომელიც ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა.
-
თიბისი ბანკის გუნდს გიორგი არველაძე შეუერთდა
თიბისი ბანკის კორპორატიული ბიზნესის განვითარების მმართველ დირექტორად გიორგი არველაძე დაინიშნა, რომელიც პარალელურად, თიბისი კაპიტალში საბროკერო საქმიანობას და კვლევებს უხელმძღვანელებს. გიორგი არველაძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე, 2018-2019 წლებში ის საკონსულტაციო კომპანია "რეფორმატიკსში" საბანკო საქმესა და ფინანსური ბაზრების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, სადაც ფარავდა უზბეკეთის საბანკო სისტემას.
-
საქართველოში ყველაზე მეტს სამშენებლო სექტორში დასაქმებულები მუშაობენ
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით საქართველოში ყველაზე მეტს მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობენ. ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების რაოდენობა სამშენებლო სექტორში 50,5 საათს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების საშუალო რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით ასე გამოიყურება:
-
საქართველოს ბანკი BOG Fintech-ის განვითარების მიზნით საუნივერსიტეტო პროგრამას ახორციელებს
საქართველოს ბანკი BOG Fintech-ის განვითარებას განაგრძობს და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად საუნივერსიტეტო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიზანია სტუდენტებში ფინტექ სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლება და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა. პარტნიორობის ფარგლებში, BOG Fintech ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტურ სტარტაპებს, მათ ვინც ფინტექის მიმართულებით ახალ პროექტებზე იმუშავებენ, გაუწევს მენტორობას.
-
ახალი ინიციატივა – სახელმწიფო ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად განათლებას მოხმარდება
პრემიერ-მინისტრი დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა განათლება და დაგეგმილი რეფორმები იყო. მამუკა ბახტაძემ ხვალინდელი მთავრობის სხდომის მთავარი თემა დააანონსა და თქვა, რომ სამომავლოდ საერთო ბიუჯეტის მეოთხედი ყოველწლიურად განათლების სფეროს მოხმარდება და ეს სიახლე კანონში ჩაიწერება.
-
საქართველო თხილის სიძვირით რეგიონში მეორეა
2019 წლის მარტში საქართველოში თხილის საბითუმო ფასი 7,42 დოლარი იყო. გამოცემა East fruit-ის ცნობით, თხილის საბითუმო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან თებერვალში თხილი რეგიონში საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომი იყო და 1 კილოგრამის ფასი 2,50 დოლარს შეადგენდა.
-
მთავრობამ წინანდალში სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გააუქმა
სოფელი წინანდალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემდეგ მეორეა, სადაც მთავრობის დადგენილებით სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გაუქმდა. სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი რამდენიმე გამონაკლისის გარდა საქართველოს ტერიტორიაზე 5 მილიონ ლარს შეადგენს.
-
Black Sea Arena-ს ახალი დირექტორი ჰყავს
Black Sea Arena-ს ახალი დირექტორი ჰყავს. ამ პოსტზე ტატო ხარჩილავა დაინიშნა. დირექტორის თანამდებობას აქამდე ანა კავლელიშვილი იკავებდა. შეკვეთილში Black Sea Arena ბიძინა ივანიშვილმა ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. Black Sea Arena-ზე როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო დონის ვარსკვლავების კონცერტები იმართება.
-
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი აპტოსის საკონფერენციო დარბაზში დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ თემებზე შემოსავლების სამსახურის უფროსისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ. მხარეებმა ასევე პრობლემატური საკითხებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გადასახადის გადამხდელებთან, მათშორის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობა და აქტიური თანამშრომლობაა.
-
პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების — TMG 2019-ის სპონსორია
10-11 აპრილს, TMG 2019 — "სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში" გაიმართება. პაშა ბანკი უკვე მესამედ გაუწევს სპონსორობას აღნიშნულ ღონისძიებას, რაც ბანკის მხრიდან, გამოხატავს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების და ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერას. პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და
-
„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს თანხის გადარიცხვას მობილურის ნომრით, ან ელ.ფოსტით სთავაზობს
„ვითიბი ბანკი“ ბარათიდან ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისს ამარტივებს. გადარიცხვა უკვე შესაძლებელია მიმღების არასაბანკო რეკვიზიტების – ტელეფონის ნომრის, ან ელ. ფოსტის მისამართის მითითებით. მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-სა და Mastercard-ის ბარათების მფლობელი კლიენტებისთვის.
-
„ღამე მონა ლიზასთან ერთად“ - დაუვიწყარი ტური ლუვრის 2 სტუმარს
ლუვრის მუზეუმმა Airbnb-სთან ერთად ტურისტებს ახალი სერვისი შესთავაზა. ანონსის მიხედვით, ლუვრი ერთი ღამით „მაგიურ სახლად“ გადაიქცევა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორ ხელოვნების მოყვარულ ადამიანს, მიეცემა საშუალება მთელი ღამე ლუვრში, საოცარ ხელოვნების ნიმუშებთან გაატარონ და ლუვრის პირამიდაში მოწყობილ „მინი-პირამიდაში“ დაიძინონ.
-
მარტში ინფლაციის დონემ 3,7% შეადგინა
2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.7 პროცენტი შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5