ნაპოვნია 1 029
-
2018 წელს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2018 წელს ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა 17.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 533.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა 2018 წელს 19.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 45.8%-ია.
-
კერძო სექტორი, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის დეტალებს გაეცნო
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, ახალი პროგრამის დეტალები მეწარმეებს, მინისტრმა გიორგი ქობულიამ გააცნო. საკრედიტო-საგარანტიო სქემა გულისხმობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ
-
2019 წლის 27-დან 29 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - IGF 2019
2019 წლის 27-დან 29 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - IGF 2019 ღონისძიება ქ. სეულში, სამხრეთ კორეაში გაიმართება და კომპანიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან თუ ხართ დაკავებული საკვები, სასმელი და საფეიქრო პროდუქციის წარმოებით და გსურთ
-
“შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ"
2019 წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის “შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება.
-
2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6.4%-ით შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიით, გასულ წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6.4%-ით შემცირდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7.7% შეადგინა. 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 8.8%-ს შეადგენდა. 2018 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 458.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
-
23 000-ზე მეტი ვეტერანი მაისიდან 22-ლარიან დახმარებას მიიღებს
მამუკა ბახტაძე - ვეტერანები ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ერის თავისუფლებას და ღირსებას, შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, მათზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და შევქმნათ შესაბამისი სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები. ვეტერანები ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენი ერის თავისუფლებას და ღირსებას, შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მათზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ და შევქმნათ შესაბამისი სოციალური და საყოფაცხოვრებ
-
მე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება
მე-12 კლასელები სკოლაში თავისუფალი დასწრების გამოცხადებას ელიან. თავისუფალი დასწრება ნიშნავს მე-12 კლასელის სურვილისამებრ გამოცხადებას სკოლაში. როგორც წესი თავისუფალი დასწრება აპრილის თვეში ცხადდებოდა. თუმცა, როგორც საგანმანათლებლო პორტალებისთვის გახდა ცნობილი, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის დღემდე არსებული თავისუფალი დასწრების რეჟიმი, შესაძლოა გაუქმდეს. აღნიშნულზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მსჯელობენ და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობ
-
გიორგი ქობულია: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად შემოგვაქვს, რათა...
საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებული ადამიანების ინფორმირებას პროგრამის ფარგლებში სესხის აღების პირობების, პროცედურებისა და ეტაპების შესახებ.
-
დღეიდან საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება
მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში.
-
6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდება
2019 წლის 1-ლი აპრილიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე და რეგულაცია ამოქმედდება. „ბიზნესპრესნიუსი“ იმ რამდენიმე ცვლილებისა და რეგულაციის შესახებ წერს, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა.
-
ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. პროექტს, კონკურსში გამარჯვებული, საუკეთესო წინადადების მქონე ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ მოამზადებს.
-
ცუდად შეიძლება გახდეთ სხვადასხვა სამსახურის პატარა საიდუმლოებების მოსმენისას
მაღაზიაში ვყიდულობთ ნივთს ან სალონში მომსახურებას და ვერც კი ვხვდებით, როგორ „გაგვაცურეს“ ყოველ კუთხეში! სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე Reddit -ის მომხმარებლებმა, ყველა ბინძური საიდუმლოს შესახებ დაწერეს. თქვენ შეძრწუნდებით! ფარმაცევტი: აფთიაქში ან საწარმოში თუ წამლის აბი იატაკზე დაეცა- მას არ აგდებენ, უკანვე დებენ შეფუთვაში.
-
გიორგი ქობულია: ვიმედოვნებთ, რომ Air France მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით
„მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკება AIR FRANCE - სთან წარმატებით დასრულდა. ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბაზარია ტურისტების მოსაზიდად და ასეთი პირდაპირი ფრენები ტურისტების მოზიდვას ევროკავშირიდან ბევრად გაგვიადვილებს. ვიმედოვნებთ, რომ AIR FRANCE მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და ჩვენ კიდევ მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, თბილისის შოთა რუსთაველის სა
-
ავიაკომპანია AIR FRANCE-მა თბილისში პირველი რეისი შეასრულა
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია AIR FRANCE-ის პირველი რეისი შესრულდა. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, ფრანგი ტურ-ოპერარტორები, ბლოგერები და ჟურნალისტები დ
-
განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“
2019 წლის 6 აპრილს, შაბათს, პირველად საქართველოში, სააგენტო კამპუს ფრანსის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით და ფრანგული უნივერსიტეტების მონაწილეობით გაიმართება განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“. სტუდენტურ გამოფენაში 12- მდე ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას. აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება ახალი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, როგორც ღონისძიების სპეციალური სტუმარი.
-
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 საქართველოში“-ს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 საქართველოში“-ს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ინიციატივის ნაწილია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). ბანაკი ჩატარდება საქართველოში
-
შეუთანხმებელი ბრექსიტი აღმოსავლეთ ევროპას და თურქეთს დააზარალებს
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოაცხადა, რომ თუ ბრიტანეთი ევროკავშირს ხელშეკრულების გაუფორმებლად გამოეყოფა, ევროპის განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებსა და მეზობელ თურქთში ვაჭრობა დაზარალდება. EBRD, რომელიც ყოველწლიურად აღმოსავლეთ ევროპისა და თურქეთის ეკონომიკებს მილიარდობით ევროს ახმარს, აცხადებს, რომ აღნიშნული ქვეყნების ჯამურ შიდა პროდუქტს, ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში, რომელიც სავაჭრო კავშირებს დაარღვევს, დაახლოებით 6.8 პროცენტი მოაკლდება.
-
„ვერტიკალური ფერმები“ და ხელოვნური ხორცი - როგორია სოფლის მეურნეობის მომავალი
თანამედროვე მსოფლიოში არასაკმარისი და ამოწურვადი რესურსები ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ამასთანავე, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევის თანახმად 2050 წლისთვის 9 მილიარდს მიაღწევს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ ვითარებას. როგორც DW წერს, ამიტომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფმა მეცნიერებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით საკვები პროდუქტების რაოდენობის გაზრდა და მსოფლიო
-
საოფისე ფართები და აპარტამენტები - რომელ უძრავ ქონებაში აბანდებენ ფულს მდიდრები
საოფისე ფართები და აპარტამენტები - ეს ის უძრავი ქონებებია, სადაც მდიდარი ადამიანები საკმაოდ სოლიდურ თანხას აბანდებენ. კიდევ რა მიმართულებებს ანიჭებენ უპირატესობას მილიონერები, ამის გასარკვევად საერთაშორისო კონსალტინგურმა კომპანიამ Knight Frank-მა კვლევა The Wealth Report-ის მოამზადა.
-
თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ
კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ზამთრის სეზონის დასრულებისთანავე კომპანიამ დაიწყო ზაფხულისთვის მზადება. “დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა, მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვლება, ქიმწმენდა ავტომობილებს რეგულარულად უტარდებათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ყველა ა
-
პორტისთვის ახალ კომპანიას არ ვეძებთ — სსიპ ანაკლიის განვითარების სააგენტო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო, რომელიც სახელმწიფოს, კერძოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვემდებარება, აცხადებს, რომ ინფორმაცია, “თითქოს არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით ალტერნატიულ კომპანიას ეძებს და ემზადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად“, სიმართლეს არ შეესაბამება.
-
დღეიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ‘’AIR FRANCE” იწყებს
31 მარტს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 20:10 საათზე საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია ЭAIR FRANCE“ პირველ რეისს შეასრულებს.,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართება, რომელსაც მთავრობის წევრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ფრანგი ტუროპერარტორები, ბლოგერები და ჟურნალისტები დაესწრებიან.
-
6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც ერთ დღეში ამოქმედდება
2019 წლის 1-ლი აპრილიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე და რეგულაცია ამოქმედდება. „ბიზნესპრესნიუსი“ იმ რამდენიმე ცვლილებისა და რეგულაციის შესახებ წერს, რომლებიც ორ დღეში ამოქმედდა. პლასტიკის პარკები აიკრძალება
-
ირაკლი კობახიძემ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი გახსნა
„გამოვიყენოთ ეს ფორუმი, როგორც პირველი სერიოზული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის კომერციული საქმიანობის წასახალისებლად. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის წელს დაგეგმილი საინაუგურაციო სხდომა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.