ყველა სიახლე 1 370
-
Facebook-ის აქციონერების ნაწილი მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვს
Facebook-ის აქციონერების ნაწილი მოითხოვს, რომ სოციალური ქსელის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კომპანიის მმართველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია ავრცელებს. მარკ ცუკერბერგი ხმის უფლების მქონე აქციების 60%-ს აკონტროლებს, რაც მას უფლებას აძლევს ფაქტობრივად მარტომ აკონტროლოს კომპანიის პოლიტიკა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს.
-
საქართველოში 2019 წლის სამ თვეში ირანიდან და თურქეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა
2019 წლის სამ თვეში საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა ნაკადში 56%-იანი კლებაა, თურქეთიდან კი შემცირება 15%-ს შეადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ამ ვიზიტებიდან 24 საათზე მეტხანს მხოლოდ 882,130 გაგრძელდა, შესაბამისად სწორედ ეს რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს ტურისტული ხასიათის ვიზიტებად. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მთლიანი ვიზიტების მხოლოდ 4% მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე.
-
ივანე მაჭავარიანი - ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს
ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ რეფორმებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მიმდინარეობის შეფასებისას. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართული შეხვედრების გარდა, ქართულ დელეგაციას მაღალი დონის მოლაპარაკებები ჰქონდა პრაქტიკულად ყველა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.
-
ივანე მაჭავარიანის შეხვედრა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან
განათლების სექტორში დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, სინტია ჰუგერსა (Cynthia Huger) და საქართველოს ფინანსთა მინისტრ, ივანე მაჭავარიანს შორის გამართულ შეხვედრაზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტი აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი პროგრამა
-
ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის, რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადდა.
-
2018 წელს სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგება გაორმაგდა
სადაზღვევო ინდუსტრიამ 2018 წელი წარმატებით დაასრულა. ბაზარზე მოქმედ 17 კომპანიას ჯამური წმინდა მოგება 21.8 მილიონი ლარით, 42.19 მილიონ ლარამდე გაეზარდა. წლიურად 163 მილიონით არის გაზრდილი ჯამური აქტივების მაჩვენებელიც, რაც 743.22 მლნ ლარს შეადგენს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკი
-
თბილისში კავკასიაში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნა
თბილისში კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ გაიხსნა. ლაბორატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. პრემიერმა ლაბორატორიის მნიშვნელობასა და იმ შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ახალი ლაბორატორია ქვეყანას შეუქმნის.
-
აუდიტი მიიჩნევს, რომ სეს-ს ფაროსანის შემოჭრის საფრთხე 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 2016-2018 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა. უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის სისტემის საშუალებით, 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა ფაროსანას შემოჭრისა და გავრცელების საფრთხე, თუმცა არსებული მონიტორინგის მექანიზმები არ აღმოჩნდა ქმედითი, რომ დროულად გამოვლენილიყო მავნებელთან დაკავშირებული საფრთხეები.
-
ფინანსთა სამინისტრო: მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმას მხარს უჭერს
მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას, - ამის შესახებ აშშ-ში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანსა და ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს, სირილ მიულერსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
-
„ნენსკრა ჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა
საქართველოს მთავრობის 8 აპრილის განკარგულებით, „ნენკსრაჰესის“ ინვესტორ კომპანია „ნენსკრაჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა. მიწების ძირითადი ნაწილი (221 ათასი კვადრატული მეტრი) კომპანიას 55 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცა. საუბარია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში მდებარე მიწებზე. კომპანიას ასევე გადაეცა სოფელ ჭუბერსა და სოფელ ხაიშის მიმდებარედ 310 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთე
-
ქუთაისისთვის ახალი ავტობუსების შეძენას სავარაუდოდ „იბიარდი“ დააფინანსებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) შესაძლოა, ქუთაისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა დააფინანსოს. მთავრობის განკარგულების მიხედვით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ამ მიზნით კონსულტაციები დაიწყება. ქუთაისისთვის ავტობუსების შეძენაზე ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას უკვე მიაწოდა.
-
რატომ გაძვირდა კარტოფილი?
ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის ფასი, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია. როგორც თბილისის აგრარულ ბაზრებში მოვაჭრეები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ამის მიზეზი თურქეთიდან პროდუქტის იმპორტის შემცირება, ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან კი ფასის გაძვირება გახდა.
-
აჭარაში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება
აჭარაში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა იწყება. ხელშეკრულება „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “გოქსინს” შორის დღეს გაფორმდა. სამუშოები 18 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება კი 7 მილიონ ევროს შეადგენს. ქობულეთისა და ბათუმის მოქმედი არასტანდარტული ნაგავსაყრელები კი ეტაპობრივად დაიხურება.
-
ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს, ვიჯაი აიერს (Vijay Iyer) შეხვდა. შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
-
საქართველოს მაისში სსფ-ის დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა
მაისის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ადასტურებს. სებ-ის ცნობით, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობას მიიღებს სამუშაო შეხვედრებში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სავალუტო ფონდის დირექტორი ჩამოდის.
-
ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ქუთაისი და ბათუმი ლიდერობენ
ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ქუთაისი და ბათუმი ლიდერობენ. აეროპორტთა საერთაშორისო საბჭომ (ACI Europe) ამჯერად მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა. ქუთაისი პირველ ადგილზეა 111.3-პროცენტიანი ზრდით, ბათუმი კი მეორეზე – 87.3-პროცენტიანი ზრდით. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში ხუთ მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.
-
გიორგი ქობულია - ეკონომიკური ატაშეების მუშაობა მიბმული იქნება საელჩოებთან, რადგან ეს კოორდინაცია უფრო ეფექტიანი მექანიზმია
ეკონომიკურ ატაშეებთან დაკავშირებით სხვანაირ მოდელზე ვმუშაობთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, როგორ შეირჩევიან ეკონომიკური ატაშეები. მისი თქმით, ეკონომიკური ატაშეების მუშაობა მიბმული იქნება საქართველოს საელჩოებთან, რაც არსებული მიზნის მისაღწევად უფრო ეფექტიანი მექანიზმია.
-
„ვითიბი ბანკი“ გათამაშებას იწყებს
„ვითიბი ბანკი“ გათამაშებას იწყებს, გამარჯვებული კოპენჰაგენის საგზურით დაჯილდოვდება ეროვნული ნაკრების 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე: დანია – საქართველო. გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს. ამისთვის საჭიროა ტრანზაქციის გახორციელება ვებგვერდიდან www.hub.vtb.ge. აღნიშნული ვებგვერდიდან შესაძლებელია თანხის გადარიცხვა ბარათიდან მხოლოდ მიმღების ტელეფონის ნომრით, ან ელფოსტის მისამართით.
-
ევროკავშირის დაფინანსებით, სემეკ-ში „თვინინგის“ მესამე პროექტი დაიწყო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) „თვინინგის“ (დაძმობილების) რიგით მესამე პროექტი დაიწყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნულიკონსორციუმის მიერ ხორციელდება, საქართველოს ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის პროცესში დაეხმარება.
-
საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკა
2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%) 42,590-ით მეტია. 2019 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემები დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა. მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 3 თვეში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.
-
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და IFC-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯორჯინა ბეიქერმა. შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
-
ნათია თურნავამ ევროკავშირის დაფინანსებული ენერგეტიკული პროექტის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა
თბილისის საკრებულოში პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დაესწრო.
-
შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ღირებულების 600-ზე მეტი პროექტი განხორციელდება
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2019 წელს რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, გასულ წელთან შედარებით, 2019 წელს შიდა ქართლში დაგეგმილი პროექტების განორციელებაზე 38 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება. კერძოდ, 72 მილიონ ლარზე მეტი 617 პროექტზე გადანაწილდება.
-
მცირე მოცულობის სესხების გაცემა შემცირდა
2019 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ მცირე მოცულობის სესხების გაცემა შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, თებერვალში, ეროვნულ ვალუტაში 1000 ლარამდე სესხის გაცემის 601,009 ხელშეკრულება გაფორმდა, მაშინ, როცა 2018 წლის თებერვალში 915 224 ხელშეკრულება იყო გაფორმებული. რაც შეეხება სესხების მოცულობას, მიმდინარე წლის თებერვალში 140,319 მლნ ლარის, 2018 წლის ამავე პერიოდში კი - 226,448 მლნ ლარის მოცულობის სესხი იყო გაცემული.