ყველა სიახლე 1 370
-
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.1 მლნ ტონით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 5.6 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 5.5 მლნ ტონა იყო.
-
კობა გვენეტაძე მსესხებლის წერილს ასაჯაროებს - მათ საყურადღებოდ, ვინც გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების თემაზე სტატუსს აქვეყნებს და ერთ-ერთი მსესხებლის მიერ მისთვის მიწერილ წერილს ასაჯაროებს. გვენეტაძე წერს, რომ წერილი მათ საყურადღებოდ საჯაროვდება, ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე დაკრედიტების მომხრეა.
-
ველობილიკებსა და „ბასლეინებზე“ ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცხადდა
მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ველობილიკებზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ასევე საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით თბილისის მერია ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის ინფორმაციით, პროექტისთვის დედაქალაქის მთავრობამ 4 მილიონი ლარი გამოყო და ქალაქის ასეულობით წერტილზე ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება, რომლებიც დარღვევებს დააფიქსირ
-
ამერიკა ევროკავშირს 11 მლნ დოლარის პროდუქტის იმპორტზე ახალ ტარიფებს დაუწესებს
ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში ევროკავშირიდან შესული 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფის დაწესებას გეგმავს. როგორც „ბიბისი“ წერს, ვაშინგტონი ამას იმ სუბსიდიების საპასუხოდ აკეთებს, რომლითაც ევროკავშირი Airbus-ს ეხმარება. BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ Airbus-ისთვის დაწესებული სუბსიდიები აშშ-ზე უარყოფით გავლენას ახდენს.
-
„რეზონანსი" - ელექტროენერგიის დეფიციტი 30%-ს მიაღწევს - რა ელის მომხმარებელს?
მომდევნო 3-4 წელიწადში ელექტროენერგიის დეფიციტი შესაძლოა, 30%-მდე გაიზარდოს. ტენდენცია გრძელდება და იმპორტზე დამოკიდებულება მუდმივად მატულობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მცირე თუ საშუალო სიმძლავრის რამდენიმე ახალი ჰესი აშენდა, საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა ვერ გვარდება.
-
Visa და MasterCard ბანკებს უკონტაქტო ბარათების გამოშვებას ავალდებულებს - რა ელის ქართულ ბაზარზე მოქმედ ძველ ბარათებს
საერთაშორისო საგადასახადო სისტემები Visa და MasterCard-ის ბანკებს ახალ ვალდებულებას აკისრებს. საქმე ეხება ახალ საგადასახადო ბარათებს, რომელთაც უნდა ჰქონდეთ გადახდის უკონტაქტო ფუნქცია. ახალი წესით ბარათების გამოშვების ვალდებულება ქართულ ბანკებს უკვე აპრილიდან დაეკისრათ.
-
საკურას ყვავილობით იაპონია მილიარდობით დოლარის შემოსავალს ელის
საკურას ყვავილობა იაპონიაში სიმბოლურია, რაც ბუნების გამოღვიძებასთან და განახლებასთან ასოცირდება. თუმცა ის იაპონიის ეკონომიკისთვის დიდი შემოსავლის წყაროც არის. ამის შესახებ სიუჟეტი BBC-მ მოამზადა. გასულ წელს, სეზონის ყვავილობამ მსოფლიოს მასშტაბით იაპონიაში 5 მილიონამდე ადამიანი მიიზიდა, რის შედეგადაც Bloomberg-ის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკამ 2.7 მილიარდი დოლარი მოუტანა.
-
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით 2019 წლის ორ თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 67,5 მილიონი დოლარი შეადგინა. 2018 წლის ორი თვის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მოცულობა 71,6 მილონი დოლარი იყო. გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 5,7 % -ით შემცირდა. რაც შეეხება ექსპორტის მონაცემებს, 2
-
Burger King-ის ქსელმა მომხმარებელს რეკლამის გამო ბოდიში მოუხადა
სწრაფი კვების Burger King-მა ახალი მომხმარებლების ნეგატიური რეაქციის გამო ბურგერის რეკლამა შეაჩერა. The Guardian-ის ცნობით, სკანდალურ ვიდეოზე გამოსახულია კაცი, რომელიც ცდილობს ახალი ვიეტნამური სენდვიჩი ჩხირებით შეჭამოს. ეს რეკლამა ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე გავრცელდა. რეკლამას მძაფრი ნეგატიური რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში. დახლოებით მილიონმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ კომპანია აღმოსავლეთ ცივილიზაციის წარმომადგენლების წეს-ჩვეულებებს დასცინის. &
-
აშშ-მა ევროკავშირიდან $11 მილიარდის პროდუქტებზე შესაძლოა ტარიფები დააწესოს
აშშ ევროკავშირიდან 11 მილიარდი ღირებულების პროდუქტებზე ტარიფების დაწესებას განიხილავს იმ სუბსიდიის საპასუხოდ, რასაც Airbus-ი ევროკავშირიდან იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის თქმით, ტარიფები შესაძლოა შეეხოს თვითმფრინავებსაც და ყველის პროდუქტებსაც. ევროკავშირის განცხადებით, შესაძლო ტარიფები "ძალიან გადაჭრაბებულია". გადაწყვეტილებამ აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები შესაძლოა დაძაბოს.
-
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გროზნო-თბილისის ავიარეისის დანიშვნაზე უწყებაში განაცხადი არ შესულა
რუსული მედიის ცნობით, გროზნო-თბილისის მიმართულებით მაისიდან ავიარეისი იწყება. ამის შესახებ გროზნოს აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა სულტან გამბულატოვმა განა
-
როგორია მარწყვის იმპორტი საქართველოში და მსოფლიო ბაზრის ტენდენცია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის ორ თვეში საქართველოში 28 800 დოლარის ღირებულების მარწყვის იმპორტი განხორციელდა. ექსპორტზე კი ქვეყნიდან 4 400 დოლარის ღირებულების მარწყვი გავიდა. ადგილობრივ ბაზარზე მარწყვის ძირითადი იმპორტიორი თურქეთია. აპრილის მონაცემებით საკოლმეურნეო ბაზარში 1 კილოგრამი მარწყვის ფასი 10 ლარია. მიმდინარე სეზონზე უცხოეთის ბაზარზე 1 კილოგრამი მარწყვის ფასი 0,60 დოლარიდან 1,50 დოლარამდე მერყეობს.
-
ქართული თაფლის ექსპორტი შესაძლოა, ჩინეთში განხორციელდეს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული თაფლის ჩინურ ბაზარზე ექსპორტისთვის აქტიურად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ჩინეთის შესაბამის უწყებებს ყველა საჭირო ინფორმაცია გადაუგზავნა და ამ ეტაპზე, უწყება ჩინეთიდან რეაგირებას ელოდება.
-
ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ
ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტმა ქვეყანაში ბიტკოინების წარმოების აკრძალვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ნათქვამია იმ სფეროების ჩამონათვალის პროექტში, რომელთა მხარდაჭერას, შეზღუდვას ან აკრძალვასაც უწყება გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, ბიტკოინების მაინინგი შედის წარმოების 450 სახეობაში, რომელთა შეზღუდვა, შემდეგ კი აკრძალვა არის გადაწყვეტილი.
-
თვითმფრინავის უდისციპლინო მგზავრთა რაოდენობის შესამცირებლად, ევროპაში კამპანია დაიწყო
ევროპაში უდისციპლინო მგზავრთა რაოდენობის შემცირებაზე ორიენტირებული კამპანია დაიწყო. ინფორმაციას ავიაკომპანია „ვიზეარი“ ავრცელებს, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ინიციატივას უკვე შეუერთდა. კამპანიის – Not on my flight (ჩემს რეისზე არა) მიზანი, ყველა ევროპულ რეისებზე უდისციპლინო მგზავრთა რაოდენობის შემცირება და მგზავრების მშვიდად მოგზაურობის უფლების დაცვაა.
-
მსოფლიო ბანკი - საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ფულადი გზავნილები რეკორდულ მაჩვენებელზეა
საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, 2018 წელს, ფულადმა გზავნილებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მიგრანტების მიერ მსოფლიო გადარიცხვების მოცულობამ 529 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 9,6%-ით მეტია წინა რეკორდზე. მაშინ ფულადი გზავნილების მოცულობა 483 მლრდ დოლარი იყო. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2019 წელს ფულადი გზავნილები 550 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც შესაძლოა, დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისთვის უდიდესი გარე დაფინანსების წყარო გახდეს.
-
2019 წლის სამ თვეში საქართველოში ირანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით საქართველოში ნავთობპროდუქტების (ზეთის, საავიაციო ნავთის, საგზაო ბიტუმის და თხევადი აირის) იმპორტი გაიზარდა. 2019 წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1.6 ათასი ტონა. ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,4 ათასი ტონა (25%), შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,3 ათასი ტონა (18,75%), თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (12,5%), გერმანია -
-
როგორ გამოიყურება VIP კატეგორიისთვის განკუთვნილი პენტჰაუსი თბილისში, რომელიც 5 მილიონზე მეტი ღირს
თბილისში, ვაკეში იყიდება ბინა, რომლის ღირებულებაც 5 378 400 ლარია (სარეალიზაციო ფასი 1 999 930$). როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბინის საერთო ფართობი 487კვ. მეტრია. ბინა არის 7 ოთახიანი და მე-13 სართულზეა. აქვს 6 საძინებელი.
-
„სოსიეტე ჟენერალი“ 1 600 თანამშრომელს ათავისუფლებს
საფრანგეთის სიდიდით მესამე ბანკი „სოსიეტე ჟენერალი“ 1 600 თანამშრომელს სამსახურიდან უშვებს. შემცირება მოხდება განსაკუთრებით კორპორაციებისა და ინვესტიციების განყოფილებებში. „სოსიეტე ჯენერალმა“ 500 მილიონი ევროთი დანახარჯების შემცირების შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა კომპანიის მეოთხე კვარტლის ფინანსურ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომპანიას მნიშვნელოვნად შეუმცირდა როგორც შემოსავლები, ასევე მოგება. ბანკის შემო
-
ნიგერიაში, ბანკის გაძარცვის დროს, შვიდი ადამიანი დაიღუპა
ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთში, შტატ ონდოში, ბაკის გაძარცვის დროს, შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სინხუა” ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული თავდამსხმელები ბანკში დღის მეორე ნახევარში შეიჭრნენ და პერიოდულად ისროდნენ. დამნაშავეებმა, სულ მცირე, შვიდი ადამიანი მოკლეს, მათ შორის – ბანკის თანამშრომლები, მომხმარებლები და დაცვის პოლიციის ერთი თანამშრომელი.
-
დაბა გრიგოლეთსა და ფოთში სამორინეს მოწყობაზე შეღავათები დაწესდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთსა და ფოთის მუნიციპალიტეტში სამორინეს მოწყობაზე შეღავათები დაწესდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გრიგოლეთსა და ფოთში ახალი, არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე მოწყობილი სამორინე თავისუფლდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან 10 წლის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, გრიგოლეთსა და ფოთში მოსაკრებელი წელიწადში 250 ათასი ლარი იქნება. 29 მარტს გამოიცა კიდევ ერთი დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანებართვო მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან სამო
-
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ამავე ორგანიზაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა. „მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა უწინდებურად აქტიურად გავაგრძელო საქართველოს ბიზნესასოციაციის მხარდაჭერა. ამასთანავე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქართველოს ბიზნესასოციაციაში, როგორც მყარ და გამართულ ინსტიტუტს შეეფერება, შენარჩუნდება
-
Twitter-ის გენდირექტორმა შარშან ხელფასის სახით 1.4 დოლარი აიღო
2018 წელს Twitter-ის გენერალური დირექტორის ჯეკ დორსის ხელფასმა 1,4 დოლარი შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება. „ამ თანამდებობაზე 4 წლის წინ დაბრუნების შემდეგ დორსიმ პირველი ხელფასი აიღო. 2015, 2016 და 2017 წლებში ის ფინანსურ ანაზღაურებაზე ნებაყოფლობით უარს ამბობდა, რასაც „კომპანიის ხანგრძლივი პოტენციალისა და ღირებულებების რწმენით“ ხსნიდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
-
პროდუქტები, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში
დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნად რჩება. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 203.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა იყო.