ნაპოვნია 1 029
-
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2019 წლის პროგრამები: ჯანმრთელობის დაცვა
· ქ. ბათუმში რეგისტრირებული, შშმ სტატუსის მქონე 18 წელს გადაცილებული პირების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. (ხდება რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შედგენა - ტარდება ერგოთერაპია, არტთერაპია, ფსიქოლოგიური დახმარება, პედაგოგის მომსახურება, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა, საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება.)
-
ადიგენის რაიონის სოფელ უდეში პროექტი „SAY YES“ „თქვი კი“ – ფარგლებში დუალური განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა
სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლება არის საუკეთესო საშუალება განათლების ხარისხისა და სტუდენტთა კარიერული პერსპექტივის ზრიდსთვის. სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლება მნიშვნელოვნად ზრდის შეღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებდლო საჭიროებების მქონე პირების სოციალიზაციის ხარისხსა და დასაქმების მაჩვენებელს.
-
აღნიშნული პროექტი დაფინანსდა, СSRSG-ის თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში. ფინანსური მხარდამჭერი - საერთაშორისო ორგანიზაცია - "პური მსოფლიოსთვის".
სოფელი ჭვანას საინიციატივო ჯგუფმა სოფელი ჭვანას, ყორნალისა და წყალნაყარის უბანში მიმავალი საფეხმავლო გზის გარე განათების სისტემა მოაწყო პროექტის მთლიანი ბიუჯეტი იყო 15 462.50 ლარი, საიდანაც ჩვენს მიერ გაცემული საგრანტო თანხა შეადგენდა 7127.50 ლარს.
-
31 მარტიდან, Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს
საფრანგეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება. მიმდინარე წლის 31 მარტიდან, ქართულ ავიაკომპანია „Georgian Airways-თან ერთად, რეგულარულ ავიარეისებს აღნიშნულ მიმართულებაზე წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია Air France განახორციელებს.
-
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მცირე ბიზნესისთვის - დღგ-ს ზღვარის გადახედვას ბიზნესი „კომერსანტთან“ აფასებს
პარლამენტში საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვები დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, 2020 წლიდან დღგ-ს გადასახადს მხოლოდ ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები გადაიხდიან რომელთა დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხა 165 ათას ლარს აღემატება, ნაცვლად დღეს დადგენილი 100 ათასი ლარისა.
-
"საზოგადოება და ბანკები": ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკებმა“ ილიაუნის ,,ფინანსური განათლების ცენტრთან“ ერთად ეკონომიკურ განვითარებაში ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობა და ქვეყანაში არსებული სამუშაო ძალის მდგომარეობა მიმოიხილა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში შეინიშნება სამუშაო ძალის კლების ტენდენცია.
-
როგორ და სად უნდა შეამოწმოთ თქვენი საპენსიო დანაზოგი?
საპენსიო სააგენტოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სქემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული, მათ გარდა, ვისაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა - 60 წელი მამაკაცებს და 55 წელი - ქალებს. სისტემის თანახმად, დასაქმებულის, მისი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2-2-2%-ს რიცხავს მოქალაქის (დასაქმებულის) პირად საპენსიო ანგარიშზე.
-
პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება
პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, თუმცა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდოს. მისივე განმარტებით, პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემა 1-ელი ივლისიდან, ლესელიძის ქუჩით დაიწყება.
-
“აკადემია ლიდერებისთვის” – ტრენინგი ქალი უფლებადამცველებისთვის
“IREX ევროპა”, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან” პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, “ახალგაზრდა ქალი ლიდერები და “უჩინარი ქალები” – უფლებადამცველი აქტივისტების ხელშეწყობა”, რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერების აღმოჩენასა და გაძლირებას ევრაზიის რეგიონის ხუთ ქვეყანაში.
-
„ზედაზენმა“ დუბაიში საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა GULFOOD 2019-ზე მიიღო მონაწილეობა
სს "ქართული ლუდის კომპანია" არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2019-ზე წარდგა. დუბაიში 17-დან 21 თებერვლის ჩათვლით გამართულ გამოფენაზე "ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი) წარმოდგენილი იყო ძირითადად არაალკოჰოლური სასმელებით: ლიმონათი, ნატურალური წვენები, ენერგეტიკული სასმელები, არსი კოლა.
-
მერსედეს ვერა-მარტინი: „საქართველოში მიმდინარე რეფორმები გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას"
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს საქართველოში არსებულ ეკონომიკური განვითარების დინამიკას. როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მერსედეს ვერა-მარტინმა ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა
-
მთავრობა ფერმერების ტექნიკური მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა ფერმერების ტექნიკური დახმარებისთვის ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება. ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გასულ წელს სოფლის მეურნეობის სექტორში საექსპორტო პროდუქციის მოცულობა 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ამ ფონზე მთავრობის მხარდაჭერა დარგისადმი კიდევ უფრო გაიზრდება.
-
მეორადი საბურავების, ჯართის და მარტივად აალებადი ნივთიერების განთავსება და რეალიზაციის წესების დარღვევა დასჯადი ხდება
თბილისში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესით - ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 1000 ლარის ოდენობით დაისჯება.
-
თბილისის მერიის ინიციატივით, სამშენებლო მტვრის წარმოქმნის კონტროლი მკაცრდება
საქართველოს პარლამენტი თბილისის მერიის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლს ეხება. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს.
-
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს „მადა“ შეამოწმა. მათი ცნობით, ინსპექტირებისას გამოვლინდა 9 კრიტიკული შეუსაბამობა - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები, კოროზირებული დანადგარები და ა.შ.
-
ილონ მასკს მორიგი ტვიტის გამო ედავებიან
ამერიკის ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ ნიუ-იორკის სასამართლოს მიმართა, ყურადღება გაამახვილონ ილონ მასკის ერთ-ერთ ბოლო ტვიტზე. საუბარია Tesla-ს დამფუძნებლის ტვიტერ-პოსტზე, სადაც ილონ მასკმა გაავრცელა ფოტო, სადაც ავტოწარმოებაზე წერს, ეს მაშინ, როცა მასკმა გასულ წელს პირობა დადო, რომ კომპანიის ფინანსურ მონაცემებზე არაფერს დაპოსტავდა.
-
12-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2019” მიიღო მონაწილეობა.
სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 12-მა ქართულმა კომპანიამ საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში „Gulfood 2019” მიიღო მონაწილეობა. ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება დაიმსახურა შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისგან, კერძოდ: არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანა და ა.შ.
-
მოამზადე მასალა პოლიტიკურ პოლარიზაციაზე და დასაჩუქრდი სასაწავლო ვიზიტით ბერლინში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ჟურნალისტსებისა და ბლოგერებისთვის, რომლებიც 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 20 აპრილის ჩათვლით, ქართულენოვან მედიაში გამოაქვეყნებენ სტატიას/სიუჟეტს/ბლოგს, რომელიც სეეხება უკიდურეს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და მის გავლენას საქართველოს მოსახლეობაზე.
-
მასწავლებელთა ყველაზე დაბალი ხელფასიც კი ევროპაში საქართველოში არსებულს 8-ჯერ აღემატება
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონიტორინგით დამწყებ მასწავლებელთა საშუალო წლიური ხელფასი აშშ-შ დაწყებით სკოლაში 39 000 დოლარია, ხოლო ვეტერინარი მასწავლებლის - 67 000 დოლარი. OECD-მა გამოიკვლია ქვეყნები, სადაც მასწავლებელთა ხელფასი ყველაზე მაღალი ან დაბალი იყო.
-
Fitch"-მასაქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა და „BB" სტაბილური მიანიჭა
სარეიტინგო კომპანია „Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-"-დან „BB"-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.
-
ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების ფორუმი გრძელდება 2 000-მდე კანდიდატმა გასაუბრება უკვე გაიარა
ჯიპიაი ჰოლდინგი დასაქმების ფორუმს დღესაც აგრძელებს და ყველა კანდიდატს, ვინც დაინტერესებულია გაყიდვებით და წარმატებულ, ევროპულ კომპანიაში სურს დასაქმება, რუსთაველის 27-ში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10:00-19:00 საათამდე ელის.
-
„არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა მოსახლეობაზე ორიენტირებული“
არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და მოსახლეობაზე ორიენტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.
-
ქართულ მოცვს ევროპის ბაზარზე კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა
ქართულ მოცვს ევროპის აზარზე კონკურენტი გამოუჩნდა. ქართველი ფერმერების პარალელურად, ევროპის ბაზარზე გასასვლელად ტაჯიკელი ფერმერებიც ემზადებიან. როგორც East fruit წერს, ლურჯი მოცვი ევროპის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რამაც ტაჯიკელ ფერმერებს კარგი შანსი მისცა, რომ საკუთარი საქმიანობა სტაბილური შემოსავლის წყაროდ აქციონ.
-
2018 წელს 182.2 მლნ ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები ვერ შესრულდა
2018 წელს ჯამში, 182.2 მლნ ლარის ღირებულების 12 კაპიტალური პროექტი წლიურ გეგმასთან შედარებით 0%-ით შესრულდა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს. უფრო კონკრეტულად, პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც გასულ წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა, შემდეგია: