ყველა სიახლე 1 370
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ევროკომისიის წარმომადგენლებს მეთიუ ბუსკეტსა და მიქაელა ჰაუფს შეხვდა. როგორც „კომერსანტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) IV ფაზის ძირითადი კომპონენტები განიხილეს.
-
ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა
„სახელმწიფო სახელმწიფოში“ - ასე შეიძლება აღვწეროთ მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით დღეს ყველაზე ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, საუბარია ასობით სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთა ბრუნვაც 2017 წლის მდგომარეობით 3 მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო მათში დასაქმებული ადამიანების მთლიანი რაოდენობა 61 ათასს აღემატება.”
-
თებერვლის თვეში საწვავის იმპორტი გაიზარდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: „მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 84,6 ათასი ტონა, რაც 6,1 ათასი ტონით აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, 2019 წლის თებერვლის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 45,8 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38,8 ათასი ტონა.
-
ბათუმი ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს
31 მარტს, ბათუმი ტურიზმის ფესტივალს „ტურისტერი“ უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და, ყოველწიურად გაიმართება. „ტურისტერის“ მიზანია, ბიზნესპრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, გარემოს დაცვის, მარკეტინგისა და კულინარიის შესწავლისა და ანალიზის საშუალებით ისაუბროს ტურიზმის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
-
ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდა, დსთ-ში გაიზარდა
ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდა, დსთ - ს სივრცეში გაიზარდა. იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 118.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 10.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 304.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (4.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 24.6 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 422.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლი
-
არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია
2019 წელს მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა - ადამიანები ფიქრობენ როგორ ჩაანაცვლონ ძვირადღირებული სიგარეტი შედარებით იაფიანი ალტერნატივით. ახალი ფასები, რომელიც პირველ რიგში თამბაქოს მომხმარებლების ჯიბეზე აისახება, აქციზის მატებამ გამოიწვია. მმართველი გუნდის მტკიცებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.
-
გერმანიაში ღვინის გამოფენაში 27-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია იყო წარმოდგენილი: ორ მათგანს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები გადაეცა.
-
გიორგი ქობულია: „ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული"
„იმედი გვაქვს, ჰონგ კონგი გახდება ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო და ბიზნესპარტნიორი" – ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელსაც ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ხელმძღვანელობს. ჰონგ კონგის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში იმყოფებიან.
-
სენაკში ლურჯი მოცვის პლანტაცია სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა. როგორც „კომერსანტს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,აგროთემა“ 6 ჰექტარ ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღს აშენებს.
-
„საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობას ჰონგ-კონგის ბიზნეს დელეგაცია გაეცნო
ჰონგ-კონგის უმაღლესი რანგის ბიზნეს დელეგაციას დღეს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა და პროექტები ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა გააცნო. თბილისში გამართული საქართველო-ჰონგ-კონგის ბიზნეს ფორუმი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს მიეძღვნა. საქართველო-ჰონგ-კონგის ბიზნეს ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.
-
იანვარ-თებერვალში ექსპორტი 13.2%–ით, იმპორტი კი 0.1%–ით გაიზარდა
2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.6 პროცენტით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 505.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ აშშ დოლარს (0.1 პროცენტით მეტი).
-
„ბოინგ 737 მაქსის“ სერტიფიცირება შესაძლოა, დარღვევებით ჩატარდა
„უოლ სტრიტ ჟურნალის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ბოინგ 737 მაქსის“ სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა. ამ ყველაფერს კი დიდი ალბათობით, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ბოლო ხუთ თვეში ამ ლაინერის ორ ფატალურ ინციდენტთან, რომლებსაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
-
საქართველო–ბელარუსის საქმიანი საბჭო
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისა და ბელარუსის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით გიწვევთ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 20 მარტს, საგამოფენო კომპლექს ExpoGeorgia-ში (ქ.თბილისი, ა.წერეთლის გამზ. N118, მე-11 პავილიონი). 14:30 საათზე გამოფენას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი - მამუკა ბახტაძე. გამოფენის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს-საბჭოს სხდომა.
-
Night Lab | Hackathon
29-31 მარტს, Ghvinis Karkhana - ღვინის ქარხანა-ში თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის და Tbilisi Startup Bureau-ს ორგანიზებით Night Lab Tbilisi-ის პირველი ღონისძიება (ჰაკათონი) გაიმართება. Night Lab არის ინოვაციების ხელშემწყობი რეგულარული საჯარო ღონ
-
დღეს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს, 2019 წლის პირველი სხდომა გაიმართა.
დღეს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს, 2019 წლის პირველი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამოდენიმე საკითხი განიხილეს და გადაწყვეტილებებიც მიიღეს.
-
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს, - გადაწყვეტილება ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
ბერლინში ტრანსპორტით მგზავრობისას ქალები მამაკაცებზე უფრო ნაკლებს გადაიხდიან
გენდერული დისბალანსის საპროტესტოდ ბერლინის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს, 18 მარტს ქალებს კაცებზე ნაკლების გადახდა მოუწევთ. ქალებისთვის ბილეთების ფასი 21%-ით უფრო იაფია, ვიდრე კაცებისთვის. სატრანსპორტო ოპერატორი კომპანიის BVG-ის განცხადებით, ისინი ამ ნაბიჯით ცდილობენ, აღმოფხვრან გენდერული სხვაობა ხელფასებს შორის.
-
ოთარ დანელია: სოფლების დაცლა და ურბანიზაცია გლობალური პრობლემაა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლების დაცლა და ურბანიზაცია გლობალური პრობლემაა, რის გადაჭრასაც გარკვეული მოტივაციები სჭირდება. ამის შესახებ დანელიან აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის პრექტს განიხილავენ და დასძინა, რომ "სწორედ ამიტომაა ჩადებული მიწის დამუშავების აუცილებლობა კანონში".
-
დავით სერგეენკო - საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალოევროპულ დონეზე ვართ
„ნიუ ჰოსპიტალსის" გაფართოებით შესაძლებლობა ჩნდება, ერთ დაწესებულებაში მოხდეს პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული ციკლის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
-
ფულის არაეფექტიანი ხარჯვის რისკი - რატომ იწუნებს აუდიტის სამსახური შიდა ფრენების სუბსიდირების პროექტს
აუდიტის სამსახური შიდა ფრენების სუბსიდირების ნაკლოვანებაზე აცხადებს, მიიჩნევს, რომ აეროპორტების გაერთიანებამ არასათანადოდ ჩაატარა ბაზრის კვლევა. უწყება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ 2017 წლის აუდიტში მიუთითებს, რომ შიდა ფრენების პროექტში გამოვლენილი ნაკლოვანება ზრდის ფულადი რესურსის არაეფექტიანი ხარჯვის რისკს.
-
დავით მირცხულავა: „საქართველოს ენერგეტიკულმა ბალანსმა შესაძლოა საჭირო გახადოს ატომური სადგურების მშენებლობა“
ატომური ელექტროსადგურები - თემა, რომელიც საქართველოში აქტუალური გახდა. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შემცირებამ და ინვესტიციების კლების პარალელურად ენერგეტიკოსები სულ უფრო ამახვილებენ ყურადღებას ატომური სადგურების მშენებლობის საჭიროებაზე. ამჯერად ენერგეტიკოს რევაზ არველაძის შემდეგ ამ თემაზე „კომერსანტთან“ საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა საუბრობს:
-
ბიზნესში დასაქმებულთა ხელფასები 77.2 ლარით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1318.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 77.2 ლარი). საქმიანობის სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2484.9 ლარი, წლიური ზრდა 0.8 პროცენტი), ასევე მშენებლობის (1968.0 ლარი, წლიური ზრდა -1.5 პროცენტი) დარგში ფიქსირდება
-
2018 წლის IV კვარტალში ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა
2018 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლა რით გაიზარდა და 1202.0 ლარი შეადგინა . 2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
-
"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში კახეთის რეგიონში ინტენსიური კაკლის ბაღი გაშენდა
გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფერმერმა მალხაზ ჩუგოშვილმა ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გააშენა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემ გურჯაანის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, ინტენსიური ტიპის ბაღები დაათვალიერა და მოვლის ოპერაციებს - ნერგის ფორმირებას, კულტივირებას, სარწყავი სისტემის მოდერნიზებას გაეცნო.