კონკურსი ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდებისთვის
ნავიგატორი
635


კონკურსი ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდებისთვის

"მრავალეროვანი საქართველო" (PMMG) აცხადებს ახალი ნაკადის მიღებას ჩართულობითი დემოკრატიის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

გამოცხადდა ახალი კონკურსი ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდებისთვის!

იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

ეს კონკურსი საშენოა, თუ ხარ:

** ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთსა ან კახეთიდან
** 18-35 წლის მოტივირებული ახალგაზრდა
** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** დაინტერესებული საქართველოში მიმდინარე პროცესებით, იზიარებ დემოკრატიულ ღირებულებებს და გსურს, იყო აქტიური მოქალაქე
** არამარტო სიახლეების მაძებარი, არამედ გსურს, სხვებსაც გაუზიარო შენი ცოდნა და თან დასაქმდე!

სკოლის ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობა, რათა განავითაროთ პრაქტიკული უნარები და შეიძინოთ სათანადო ცოდნა-გამოცდილება იმისათვის, რომ:

** ჩაერთოთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში;
** გაეცნოთ პოლიტიკურ პარტიებს და ჩაერთოთ პარტიულ საქმიანობაში;
** მოახერხოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სხვადასხვა ასპარეზზე;
** შეძლოთ კარიერული სვლა საჯარო სექტორში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე;
** გაიფართოოთ პროფესიული წრე;
** გაიუმჯობესოთ ქართული ენის ცოდნა.

გთავაზობთ:

8-კვირიან ინტენსიურ სასწავლო კურსს სამ დისციპლინაში:

** საჯარო ადმინისტრირება
** სამოქალაქო საზოგადოება და არასამეწარმეო ორგანიზაციის მართვა
** ევროპული ინტეგრაცია

პრაქტიკულ სატრენინგო პროგრამებს და სიმულაციებს შემდეგ თემებზე:

** ლიდერობა
** პოლიტიკის დოკუმენტების დიზაინი
** საჯარო გამოსვლები და თემატური დებატები
** ტრენერთა ტრენინგი

ყურადღება! სკოლის კურსდამთავრებულს მიეცემა რეგიონებში ანაზღაურებადი სასწავლო-შემეცნებითი ლექციების ჩატარების შესაძლებლობა

** სწავლის ენა - ქართული, რუსული ენის გამოყენების შესაძლებლობით; საჭიროების შემთხვევაში, ორენოვანი ლექტორები დაგეხმარებიან სასწავლო მასალის სრულყოფილად აღქმაში.
** სწავლა და პროგრამის ყველა კომპონენტი უფასოა!
** სრული სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
** სასწავლო პროცესი წარიმართება პირისპირ (ოფლაინ), თბილისში.
** სწავლა დაიწყება 2023 წლის 29 მაისს, სალექციო განრიგის სკოლის მსმენელებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე

სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა:

** შეავსოთ და გამოაგზავნოთ განაცხადის ფორმა შემდეგი ბმულის გამოყენებით https://forms.gle/bD5rSTcRPGPtYyFVA
** გამოაგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ.ფოსტაზე vacancy.pmmg@gmail.com. წერილის სათაურში მიუთითეთ: "ჩართულობითი დემოკრატიის სკოლა 2023". სხვა სათაურით შემოსული წერილები არ განიხილება!
** განაცხადების მიღების ბოლოო ვადაა 25 მაისი, 2023 წ.
** შერჩევის შედეგები წარმატებულ აპლიკანტებს ეცნობება 2022 წ. 27 მაისამდე. განმცხადებელთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას დაუკავშირდეს მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: +995 32 2 96 21 25; +995 599 68 68 96.

ჩართულობითი დემოკრატიის სკოლის ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა "ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის" (NED) ფინანსური ხელშეწყობით, პროექტის "ეთნიკურ უმცირესობათა თემების პოლიტიკური მონაწილეობა" ფარგლებში.

 


 

წყარო: https://jobs.ge/

22-05-2023

წყარო: მრავალეროვანი საქართველო

16-05-2019

მუხური – პროექტი "მოტივაცია მოქმედებისათვის"

17-02-2019

იდეების კონკურსი

18-04-2023

2023 Title VIII (Research and Training on Eastern Europe and Eurasia)

10-04-2019

ნავთობის ფასმა ხუთი თვის მაქსიმუმი განაახლა

10-04-2019

ნავთობის ფასმა ხუთი თვის მაქსიმუმი განაახლა

16-05-2019

მუხური – პროექტი "მოტივაცია მოქმედებისათვის"

17-02-2019

იდეების კონკურსი

18-04-2023

2023 Title VIII (Research and Training on Eastern Europe and Eurasia)


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ