ერევანში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გენდერული უთანასწორობის დასადგენად სპეციალური ტრენინგი ჩაატარა
► 5-8 ნოემბერს, ერევანში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტატისტიკის სამსახურის (ARMSTAT) თანამშრომლებისთვის ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის დასადგენად სპეციალური ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი დასაქმებულთა კვლევის შედეგებს ეფუძნებოდა.
► ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით ხორციელდება.