|
| 1874 |
|---|
Georgian Airways-ი ევროპულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეებს ზრდის
| 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ევროპულ მიმართულებებზე რეგულარულ რეისებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენის სიხშირის მომატება თბილისი - ამსტერდამი - თბილისის, თბილისი - ვენა - თბილისის, თბილისი - ბოლონია - თბილისის, თბილისი - ბარსელონა - თბილისის, თბილისი - ბრიუსელი - თბილისისა და თბილისი - პრაღა - თბილისის საჰაერო ხაზებს შეეხებათ. რეგულარული რეისები თითოეული მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა. ამასთან, ავიაკომპანია Georgian Airways განაახლებს რეგულარულ რეისებს ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით და ფრენებს 7 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე კვირაში 1 სიხშირით (პარასკევი) შეასრულებს. ფრენები Boeing B737, Embraer E190 და E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ Georgian Airways-ს ზემოთ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 21 მარტს მიენიჭა. |

26-03-2019
წყარო: bpn.ge
|
25-03-2019 Hilton-ი გამოუყენებელ საპონს გადაამუშავებს |
|---|
|
19-04-2019 ევროპის დღე თბილისში 2019 / Europe Day in Tbilisi 2019 |
|
16-06-2023 ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: მონაცემები ცვლილებებისთვის |
|
02-05-2019 გიორგი შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება |