Google-ში თვლიან, რომ ევროკავშირის საავტორო უფლებებზე რეფორმა ეკონომიკის კრეატიულ სექტორს დააზიანებს
ნავიგატორი
2453

Google-ში თვლიან, რომ ევროკავშირის საავტორო უფლებებზე რეფორმა ეკონომიკის კრეატიულ სექტორს დააზიანებს

Google-ში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საავტორო უფლებებზე რეფორმა ეკონომიკის კრეატიულ სექტორს დააზიანებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Fortune ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სამშაბათს ევროპარლამენტარებმა მიიღეს დირექტივა, რომელიც ინტერნეტში საავტორო უფლებებზე კონტროლს გააძლიერებს. ახლა კანონპროექტი ფორმალურად ელოდება ევროკავშირის საბჭოსგან თანხმობას, ამის შემდეგ კი ევროკავშირში ამოქმედდება ორწლიანი ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც ამოქმდდება კანონმდებლობა.

Google-ში განაცხადეს, რომ მიუხედავად ტექსტში კორექტივების შეტანისა, ის მაინც გამოიწვევს კანონის მიმართ გაურკვევლობას და ზიანს მიაყენებს ეკონომიკის ციფრულ და კრეატიულ სექტორს.

ახალი წესები ნიშნავს, რომ ამერიკული კომპანია ვალდებული გახდება გადაუხადოს კომპენსაცია გამომცემლებს, ხელოვნების სფეროში მოღვაწეებსა და მუსიკოსებს. კონკრეტულად ახალი დირექტივა ითვალისწინებს, რომ ინტერნეტ პლატფორმებს ინტერნეტში კონტენტის ატვირთვისას მოუწევთ თანხმობის მიღება მისი შემქმნელისა თუ მფლობელისგან, რაც ამავდროულად ითვალისწინებს ფულად კომპენსაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საავტორო უფლებების კანონდამრღვევებად გამოცხადდებიან. თუმცა მსგავსი ზომები არ მიიღება გამონაკლისი საიტების მიმართ, მაგალითად „ვიკიპედიის“ წინააღმდეგ. ასევე არ უნდა მოხდეს ავტორების ანაზღაურება მათი ნაწარმოებების მოკლე ციტირების ან პუბლიკაციებზე პაროდიების დროს.

29-03-2019

წყარო: bpn.ge

18-03-2019

ბერლინში ტრანსპორტით მგზავრობისას ქალები მამაკაცებზე უფრო ნაკლებს გადაიხდიან

13-05-2019

გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

09-02-2023

თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

26-03-2019

რომელია მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ