|
| 2264 |
|---|
26 მაისის ღონისძიება გორში
| ► 26 მაისის ღონისძიებაზე, გორში, ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია იქნება არტკაფე „მანდილოსანი", სადაც შეძლებთ, მიიღოთ ცოდნა ქალთა უფლებებზე, წარმატებულ ქართველ ქალებზე და ა.შ. ► არტკაფეს მასპინძლები იქნებიან გაცოცხლებული ისტორიული გმირები, რომელთაც ადგილობრივი მსახიობები განასახიერებენ: მაგ., ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, შალვა ალექსი-მესხიშვილი (იუსტიციის პირველი მინისტრი, 1918 წელი), ანასტასია ერისთავ-ხოშტარია, ეკატერინე გაბაშვილი, ფარიხან სოფიევა (მსოფლიოში პირველი ქალი დეპუტატი, 1918 წელი), მარო მაყაშვილი და ქრისტინე შარაშიძე (პირველ ხუთ პარლამენტარ ქალთაგან ერთ-ერთი); ► კაფეში დღის განმავლობაში წინასწარ გაწერილი გრაფიკით ცნობილი ადამიანები, ახალგაზრდა მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები და ა.შ. სტუმრებს თავიანთ შემოქმედებით გამოცდილებაზე ესაუბრებიან. ► შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გორში გიმასპინძლებთ! |

15-05-2019
წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
|
31-03-2019 მამუკა ბახტაძე: საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე ბიზნესის წილის გაზრდაში დაგვეხმარება |
|---|
|
17-01-2023 ევროკავშირის როლი ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებაში: მიიღეთ მონაწილეობა კონფერენციაში |
|
25-03-2019 „თუ გენერაციის ახალი წყაროები არ დაემატა, დენის იმპორტი ზაფხულშიც აუცილებელი გახდება“ |
|
29-03-2019 ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში საცხოვრებელ სახლებთან ელექტროდამტენებს დაამონტაჟებს |