|
| 1762 |
|---|
აშშ-ის მთავრობა $14,5 მილიონის ინვესტიციას დებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში
| "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", — ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში აშშ-ის მთავრობა $14,5 მილიონის ოდენობის ინვესტიციას დებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. 5-წლიანი პროექტის პრეზენტაცია დღეს, 28 მაისს გაიმართა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ "სურსათი პროგრესისთვის" პროექტის ფარგლებში. იგი 14,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას მოხმარდება. პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა პროგრამაში ჩართული 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის. |

29-05-2019
წყარო: on.ge
|
03-05-2019 ბიზნესი კრიმინალის ზრდაზე – „ეკონომიკა არ გვაქვს, ის ქურდი მშიერია და ყველაფერზე მიდის“ |
|---|
|
03-06-2019 სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში 354 ჰა ფართობზე დაფინანსდა ზეთისხილის ბაღების გაშენება |
|
11-05-2023 შექმენი მონაცემთა ამბავი და მოიგე ფულადი პრიზები. Საპრიზო ფონდი 3000 ლარია |
|
06-02-2024 მიკრო და მცირე მეწარმეთა განვითარების პროგრამა 2023 |