|
| 2864 |
|---|
ახალი 100 და 200-ევროიანი ბანკნოტები მიმოქცევაში შევიდა
| ახალი 100 და 200-ევროიანი ბანკნოტები მიმოქცევაში შევიდა, რომლის მიზანიც ახალი კუპიურების დაცვის მექანიზმის გაძლიერება და ფულის გაყალბებასთან ბრძოლაა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ახალ კუპიურებზე რიცხვები უფრო ფართოდ არის გამოსახული, აქვს სატელიტური ჰოლოგრამა და დაბეჭდილია უფრო კონტრასტული ჩრდილებით, ვიდრე ძველი კუპიურა. "ჩვენ გვსურს შევიმუშაოთ დაცვის ძალიან რთული მექანიზმები, რადგან გვსურს წინ ვუსწრებდეთ გამყალბებლებს", - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის ბანკნოტების დირექტორმა ტონ რუტსმა. ძველი 100 და 200-ევროიანი კუპიურები კვლავ მოქმედი იქნება, თუმცა მიმოქცევიდან თანდათან ამოიღებენ. |

29-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
24-11-2022 GITA-ს ინიციატივით Smart Toys MakeaThon გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართება |
|---|
|
13-05-2019 ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენი პროგრამის მეოთხე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე შევთანხმდით |
|
15-04-2019 ეჭვობენ, რომ Daimler-ი გამონაბოლქვის შესახებ მონაცემებით მანიპულირებს |
|
10-04-2019 ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას |