|
| 2204 |
|---|
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ოფშორები დასახელდა
| არასამთავრობო ორგანიზაციამ Tax Justice Network, რომელიც გადასახადების დამალვის წინააღმდეგ მუშაობს, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოფშორების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის ლიდერი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები გახდა. რეიტინგში მეორე ადგილს ბერმუდის კუნძულები იკავებს, მესამე ადგილზე კი კაიმანის კუნძულებია. ათეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ჯერსის კუნძული, სინგაპური, ბაჰამის კუნძულები და ჰონგ-კონგი. ოფშორი ეს არის ქვეყანა ან ტერიტორია, რომელიც უცხოურ კომპანიებს ბიზნესის წარმოებისთვის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. ესენია: ძალიან დაბალი და ზოგჯერ ნულოვანი გადასახადები, ანგარიშგების და კომპანიის მართვის მარტივი წესები, ასევე ბიზნესის ნამდვილი მფლობელების ვინაობის დამალვის შესაძლებლობა. მსოფლიოში დაახლოებით 50 ოფშორული ზონაა. მარტივად რომ ვთქვათ, ბიზნესისთვის და შეძლებული ადამიანებისთვის ოფშორი სამოთხეა. კომპანიების მფლობელები და უბრალოდ, მდიდარი ადამიანები ნაკლებ ფულს ხარჯავენ გადასახადებზე ან საერთოდ არ ხარჯავენ და შეუძლიათ დაუმალონ თავიანთი საქმიანობა სახელმწიფო ორგანოებს. |

30-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
17-10-2019 მსოფლიოში პურეულის საუკეთესო 50 სახეობას შორის აჭარული ხაჭაპურიც მოხვდა |
|---|
|
29-05-2019 ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ 130 000%-ს გადააჭარბა |
|
03-05-2019 საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა |
|
04-05-2019 პაშა ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კრწანისის ტყე-პარკი დაასუფთავა |