|
| 1949 |
|---|
“გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდეს”
| “ჩვენთვის პრიორიტეტია ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ასეთ ვითარებაში არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, რომ გარკვეული გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული ისე, რომ მინისტრი არ იყო საქმის კურსში. აქ ჩასახედია დეტალებში, ისე დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. მთავარია, რომ ვითარება დღეს არის დალაგებული, ყველაფერს მოეფინა ნათელი და ყველაფერი გაგრძელდება ისე, რომ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები იყოს გატარებული. ჩვენთვის პრიორიტეტი არის ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ამაზე ვსაუბრობთ ყოველ ჯერზე, როდესაც გვაქვს საშუალება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდეს“, – განაცხადა კობახიძემ. |

03-06-2019
წყარო: kvira.ge
|
07-10-2022 საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯილდო, საქართველო 2022 |
|---|
|
25-10-2022 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართება |
|
26-01-2023 სასწავლო ინიციატივა, „ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო“ ქართული მედიის წარმომადგენლებს კონკურსში იწვევს |
|
12-09-2022 მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო |