ცქიტიშვილი: სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ანაკლიის პორტის თემაზე აქცენტი არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემა უნდა ვეძებოთ
ნავიგატორი
1572


ცქიტიშვილი: სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ანაკლიის პორტის თემაზე აქცენტი არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემა უნდა ვეძებოთ

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობაში პრობლემებს ვერავინ იპოვის, რადგან ისინი უბრალოდ არ არსებობს.

ამის შესახებ მინისტრმა TV პირველის ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა.

 

„როცა აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, აქ პრობლემებს ვერავინ იპოვის, რადგან უბრალოდ არ არსებობს. ეს არის ურთიერთობა, რომლის განვითარების დინამიკა არის თვალსაჩინო. ამაზე მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები, მხარდამჭერი განცხადებები, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებას. ამიტომ, ამ მიმართულებით გამოთქმულ სკეპტიციზმს ვერ გავიზიარებ,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გზავნილებში ანაკლიის პორტის თემაზე აქცენტი არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემა უნდა ვეძებოთ.

 

„ისევე როგორც ნატოში ინტეგრაციაზეა ხაზგასმა და ჩვენს ჩართულობაზე საერთაშორისო მისიებში, სხვა მხარდამჭერი გზავნილები, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს თემაც. ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში სხვადასხვა ეტაპზე იცვლება საკითხები და აქცენტები. მაშინ როცა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მდგრადი და სტაბილურია, ეკონომიკური თანამშრომლობა შემდეგი ნაბიჯია და მისი განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესის საგანია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი როგორც ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ისე რეგიონის უსაფრთხოების კუთხით და პირველ რიგში, ეს აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება.

 

ვიცე-პრემიერმა ფოთის პორტთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა ორი პორტის განვითარებაზეა საუბარი, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული ანაკლიის ნავსადგურის განვითარებაა.

 

„ამას ადასტურებს ის ფინანსური თუ სხვა სახის ვალდებულებები, რომელიც ჩვენ ავიღეთ და ვასრულებთ ანაკლიასთან მიმართებაში, როცა მსგავსი მიდგომა არ გვქონია სხვა პორტებთან. გარწმუნებთ, ამ პროექტით საერთაშორისო ბანკების დაინტერესებაც არ მომხდარა ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს როლი ამ პროექტთან მიმართებით არის უპრეცედენტოდ მაღალი და ყოველგვარი ეჭვები უსაფუძვლოა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

13-06-2019

წყარო: pia.ge

23-11-2022

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

31-03-2019

თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ

01-04-2019

განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“

29-05-2019

Bus Lane-ზე და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი 50-100 ლარით დაჯარიმდება

29-05-2019

Bus Lane-ზე და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი 50-100 ლარით დაჯარიმდება

23-11-2022

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

31-03-2019

თბილისის მიკროავტობუსებს ქიმიური წმენდა ჩაუტარდებათ

01-04-2019

განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ