მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა
წყარო: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
- განაცხადის ბოლო ვადა
- 05.11.2021
- საიტზე დამატებულია
- 15.10.2021
კონკურსის შესახებ:
"მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის" სახელმწიფო პროგრამა, "სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის" (IFAD) სრული დაფინანსებით, იწყებს განაცხადების მიღებას საქართველოს 4 რეგიონში - სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - რძის წარმოებაში ჩართული ფერმერებისგან, მათთვის სრულად დაფინანსებული, ტექნიკური დახმარების მისაღებად, რათა გააუმჯობესონ ფერმის ჰიგიენური პირობები, პირუტყვის პროდუქტიულობა, წარმოებული პროდუქციის ხარისხი/მოცულობა და ა.შ.
პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარმოდგენა შეუძლია ყველა ფერმერს, ვინც:
1. ფლობს 6-დან 20 სულამდე მერძეულ პირუტყვს (ფურს);
2. აწარმოებს და მომხმარებელს აწვდის რძეს და რძის პროდუქტებს.
პროგრამის პირობები:
მონაწილედ შერჩეულ ფერმერთა მეურნეობაში - ექსპერტთა რეკომენდაციის და მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე - მოეწყობა შემდეგი ტიპის სადემონსტრაციო ფერმები:
** რძის მენეჯმენტი/რძის ჰიგიენა;
** ცხოველის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
** პირუტყვის საკვების წარმოება;
** პირუტყვის საკვების კონსერვაცია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: dimma@gfa.org.ge
კონკურსთან ან სააპლიკაციო ფორმასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ცხელ ხაზს: +995 32 2 193 003
ან დაუკავშირდით ამ პროგრამის რეგიონულ წარმომადგენლებს:
** იმერეთი / რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ქეთევან ციბაძე 599580168
** სამეგრელო-ზემო სვანეთი - მერაბ დანელია 595992409
** სამცხე-ჯავახეთი - ზურაბ ყულჯანიშვილი 568707706
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 5 ნოემბერი, 2021, 18:00 საათი.
სრული ინფორმაცია განაცხადის წარდგენის და პროგრამის პირობების შესახებ იხილეთ მიბმულ დოკუმენტში.
წყარო: http://jobs.ge