Polish Challenge Fund: Call for Proposals - Autumn 2021
ნავიგატორი
934


Polish Polish Challenge Fund: Call for Proposals - Autumn 2021

უნიკალური ნომერი: 001030

კონკურსის შესახებ:

პოლონეთის გამოწვევის ფონდი (Polish Challenge Fund) საქართველოს სთავაზობს გრანტებს (თანხის რაოდენობა მერყეობს 20 000 აშშ დოლარიდან 40 000 აშშ დოლარამდე, რაც განკუთვნილია 7-დან 12 თვემდე პერიოდისათვის). პოლონეთის გამოწვევის ფონდის მიზანს წარმოადგენს ისეთი პერსპექტიული ინოვაციების იდენტიფიცირება, რომლებიც მაქსიმალურად ეყრდნობა პოლონურ ნოუ-ჰაუს და უზრუნველყოფს გაეროს განვითარების პროგრამის მეტ ეფექტურობას “განვითარების დახმარების პროგრამის“ (Polish Aid) ისეთ პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო.

უფრო კონკრეტულად, ისინი ადგენენ, რომ:

· იდენტიფიცირებულ იქნას გამოსავლის გზები, რაც ხელს უწყობს გაუმჯობესებასა და ღირებულებას, განსაკუთრებით ახალი მეთოდების, იდეების, ან პროდუქტების გაცნობით.

· მხარი დაეჭიროს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სიცოცხლისუნარიანობას ადგილობრივ პირობებში, გრძელვადიან მდგრადობას, მასშტაბის ზრდისა და რეპლიკაციის პოტენციალს.

· ხელი შეეწყოს ისეთ გამოსავლის გზებს, რომლებიც აზიარებენ ცოდნას და უმკლავდებიან განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს სხვა ქვეყნებში.

პრიორიტეტული მიმართულებები:

· მწვანე ტექნოლოგიები & სმარტ გადაწყვეტილებები;

  • გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჭკვიან, სუფთა წყალს ადგილობრივი ინდუსტრიებისა და თემებისთვის

  • მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება ენერგოეფექტურობისთვის საზოგადოებრივ შენობებში

  • ნარჩენების გადამუშავება

  • გადაწყვეტილებები კლიმატის ცვლილებების მოსაგვარებლად

· საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

  • გადაწყვეტილებები საჯარო სამსახურის უკეთ მართვისათვის

  • გადაწყვეტილებები მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის

  • ადრეული გაფრთხილების სისტემა კლიმატთან დაკავშირებული რისკების შესახებ

· ანტი კოვიდ-19-ის გადაწყვეტილებები;

  • გადაწყვეტილებები საზოგადოებაში ციფრული წიგნიერების დასაჩქარებლად
  • გადაწყვეტილებები კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად
  • გადაწყვეტილებები ვაქცინაციის ხელშეწყობისათვის
  • კოვიდ-19-თან დაკავშირებული ნარჩენების პრობლემების მოგვარება

· სმარტ ქალაქები;

  • ინფრასტრუქტურის ეფექტური გამოყენება ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიტიკის საშუალებით

  • ტექნოლოგია და მონაცემთა ინოვაცია საგზაო და სამოგზაურო უსაფრთხოებისთვის

  • გადაწყვეტილებები ველოსიპედისა და მწვანე მობილობის ხელშეწყობის მიზნით ურბანულ ადგილებში

  • ჭკვიანი და ინკლუზიური ტურისტული ინფრასტრუქტურა

ამ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ პოლონეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ კარძო სექტორის წარმომადგენლებს, კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს. განმცხადებლებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ ადგილობრივი პარტნიორების ჩართვა საქართველოდან, რათა უზრუნველყონ ქმედუნარიანობა ადგილობრივ პირობებში. პარტნიორობა უნდა იყოს დოკუმენტირებული ორმხრივი შეთანხმებით ან ხელშეკრულების სახით.

პოლონეთის გამოწვევის ფონდი მიესალმება ინოვაციის სხვადასხვა ისეთ კატეგორიას, როგორებიცაა: პროდუქტები, მომსახურებები, პროგრამირების მიდგომები, ოპერაციული ცვლილებები, ფინანსები, საბაზრო, ან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინოვაციები. როგორც პროგრამული, ასევე ოპერაციული იდეები მისაღებია.

აპლიკაციის შესავსებად დაასკანერეთ ბმულ ფაილში მითითებული QR კოდი ან

დააჭირეთ აქ.

ვორკშოფზე დასარეგისტრირებლად

დააჭირეთ აქ.

ვადები:

· 2021 წლის 9 ნოემბერი და 16 ნოემბერი - ონლაინ ვორკშოპები განმცხადებლებისათვის.

· 20 დეკემბერი, 2021- განცხადებების მიღების ბოლო ვადა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმული ფაილის სახით.


წყარო: Polish Challenge Fund

დამატებულია: 10-11-2021

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20-12-2021

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 16 დღე;






22-10-2021

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა - 2021

31-01-2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის შიდა ქართლში ახალ, ინოვაციურ პროექტს იწყებს

12-02-2020

გამარტივებული მიდგომა ფიტოსანიტარული და საკვების უვნებლობის სფეროსათვის

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - გამოყენებითი კვლევები

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში - გამოყენებითი კვლევები

22-10-2021

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა - 2021

31-01-2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის შიდა ქართლში ახალ, ინოვაციურ პროექტს იწყებს

12-02-2020

გამარტივებული მიდგომა ფიტოსანიტარული და საკვების უვნებლობის სფეროსათვის


სიახლეების გამოწერა





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ