საგრანტო განაცხადი
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.12.2021
- საიტზე დამატებულია
- 02.12.2021
კონკურსის შესახებ:
"აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა" აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA#018: "აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნარჩენების გადამუშავების სექტორში მომუშავე კომპანიების პროდუქტიულობის, წარმოების შესაძლებლობების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ ნარჩენების გადამუშავების სექტორში მომუშავე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2021 წლის 30 დეკემბრის 18:00 საათი.
დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 2021 წლის 8 დეკემბერს 2:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე Webex-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.
ონლაინ შეხვედრის ბმული: https://dai.webex.com/dai/j.php?MTID=mfbaddd47ec6092a0d2608feb3bd4f40d
პაროლი: fZrmN2rRm34
წყარო: http://jobs.ge