მცირე საგრანტო კონკურსი
ნავიგატორი
781


ევროპის მცირე საგრანტო კონკურსი

უნიკალური ნომერი: 001054

კონკურსის შესახებ:

"ევროპის ფონდი" იწვევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო) მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი მიზნად ისახავს მცირე გამოცდილების მქონე სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას, აქტუალური სათემო პრობლემების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით.

განაცხადის წარდგენის პროცედურა:

განმცხადებლებმა "ევროპის ფონდში" სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 31 იანვრის 18:00 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: "EMC Small Grants Competition").

კონკრეტულად, განმცხადებელმა ფონდს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები (ნიმუშები ხელმისაწვდომია ფონდის ვებ-გვერდზე: https://epfound.ge/ge/grantmakingoverview/application-forms):

** პროექტის სრული განაცხადი (ორგანიზაციის ბლანკით ან შტამპით და დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული)
** შევსებული ლოგიკური მოდელის ფორმა
** დეტალური და პუნქტების მიხედვით გაწერილი ბიუჯეტი (Excel-ის ფორმატში);
** საჯარო რეესტრიდან ამონაწერი;
** პროექტის ყველა მონაწილის რეზუმეები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ "ევროპის ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტები გენდერულ მიდგომას და უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს უნდა ითვალისწინებდეს პროგრამის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში (იხილეთ "ევროპის ფონდის" გენდერული ანალიზისა და უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების კითხვარები: https://epfound.ge/static/file/202110281735-gender_mainstreaming_checklist_geo.pdf და https://epfound.ge/static/file/202110281828-minority-checklist-geo.pdf).

კონკურსში წარმოდგენილი პროექტები მხოლოდ განმცხადებელი ორგანიზაციის ნამუშევარს უნდა ასახავდეს. პლაგიატს შედეგად კონკურსიდან ორგანიზაციისა და პროექტის დაუყოვნებლივი დისკვალიფიკაცია მოჰყვება.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი იხილეთ თანდართულ ფაილში.


წყარო: http://jobs.ge

დამატებულია: 01-01-2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-01-2022

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 13 დღე;






31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში – კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით

16-01-2022

კონკურსი სათემო ფონდების მხარდასაჭერა

28-01-2019

პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად

26-12-2021

საგრანტო კონკურსი

26-12-2021

საგრანტო კონკურსი

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში – კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით

16-01-2022

კონკურსი სათემო ფონდების მხარდასაჭერა

28-01-2019

პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ