ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001069 დასრულებული

კონკურსი სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად (მცირე და საშუალო ზომის ბიზნესი)

წყარო: BPN Georgia

განაცხადის ბოლო ვადა
01.03.2022
საიტზე დამატებულია
27.01.2022

კონკურსის შესახებ:

შვეიცარიული ფონდი BPN Georgia მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის აცხადებს კონკურსს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

ფონდი BPN Georgia არის შვეიცარიული ფონდი, რომელიც უკვე 5 წელია წარმატებით ეხმარება ქართულ ბიზნესებს განვითარებასა და გამოწვევებთან გამკლავებაში.

ფონდი BPN Georgia-ს შემუშავებული აქვს სპეციალური ბიზნესის განვითარების 3 წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს შვეიცარიული და დასავლური ბიზნეს გამოცდილების გაზიარებას მათზე მორგებული ინდივიდუალური კონსულტაციების, ტრეინინგებისა და სემინარების საშუალებით.

საგანმანათლებლო პროგრამის 95% თანადაფინანსებულია შვეიცარიის მიერ, დეტალები იხილეთ დანართში.

სააპლიკაციო ფორმა და დანართი იხილეთ თანდართულ ფაილში.

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 1მარტი 18:00 საათი;

აპლიკაციის განხილვა და გასაუბრება პოტენციურ მონაწილესთან: 15 მარტი;

პროგრამის დაწყების თარიღი: 1 აპრილი;

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3g4OlgF ან შეავსეთ ქვევით მოცემული სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@bpngeorgia.ge


წყარო: BPN Georgia