projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
308


(IFAD), აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

უნიკალური ნომერი: 000109

პროექტის აღწერა:

პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში.
პროგრამა ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში.


პროგრამის მიზნები:

• პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა;
• არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა;
• მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
• ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების შექმნის ხელშეწყობა;
• საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;


პროგრამის კომპონენტები:


პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.
პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი/ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;


პროგრამის პრიორიტეტები:


პროგრამის განხორციელების მიზნობრივი გეოგრაფიული არეალია:

საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი შემდეგი თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის გარდა.

* შენიშვნა აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქ.თბილიში 30 წლამდე ახალგაზრდებსა და მდედრობითი სქესის წარმომადგეელ ბენეფიციარებზე,რომელთაც სურთ თანადაფინასების მიღება ყვავილების სასათბურე მეურნეობის მოწყობის/რეალიზაციის მიზნით.

პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტების ფარგლებში დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები:

* შენიშვნა შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნარგავებით შემოღობვა(ე.წ. მწვანე შემოღობვის უზრუნველყოფა).

• ხურმა;
• ვაშლი;
• ატამი;
• ბოსტნეული;
• დაფნა;
• თაფლი;
• კენკროვანი კულტურები;
• თაფლოვანი კულტურები;
• კაკალი;
• ყვავილების კულტურები.


პროექტის კომპონენტები :

დამატებულია: 22-01-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 442 დღე;


28-01-2019

მცირე საოჯახო სახლები

21-01-2019

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა

25-01-2019

მედიის მხარდაჭერა

22-01-2019

შეღავათიანი აგროკრედიტი

22-01-2019

შეღავათიანი აგროკრედიტი

28-01-2019

მცირე საოჯახო სახლები

21-01-2019

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა

25-01-2019

მედიის მხარდაჭერა


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ