ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001093 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
04.04.2022
საიტზე დამატებულია
07.03.2022

კონკურსის შესახებ:

"USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა" აცხადებს შესაძლებლობების გაძლიერებისა და პოტენციალის განვითარებისთვის თანადაფინანსების პრინციპზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის რაუნდს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესასოციაციებისა (BAs) და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას, სხვადასხვა ღირებულებითი ჯაჭვის (VC) მონაწილეებს შორის ადგილობრივ ბაზარზე კავშირების გაუმჯობესებისთვის, რაც უზრუნველყოფს ღირებულებითი ჯაჭვების მონაწილეებს შორის უკეთეს თანამშრომლობასა და სასურსათო ღირებულებითი ჯაჭვის მდგრად განვითარებას. ორგანიზაციის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების გრანტები გაიცემა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების ადმინისტრირების შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 4 აპრილი (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ამ მოთხოვნის "III ნაწილი. ინფორმაცია განაცხადის წარდგენის შესახებ").

იხილეთ მთლიანი განცხადება მიბმულ ფაილში.


წყარო: http://jobs.ge