ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა
წყარო: ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (AFAD)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.03.2022
- საიტზე დამატებულია
- 25.03.2022
კონკურსის შესახებ:
არასამთავრობო ორგანიზაცია "ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში" (UNDP/SDC VET) პროექტის ფარგლებში განაახლებს განაცხადების მიღებას სოფლის მეურნეობაში ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამაზე.
პროგრამა ითვალისწინებს ინოვაციური იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის და ტექნოლოგიების გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მხარდაჭერას.
გრანტით გათვალისწინებული მხარდაჭერა (მაქსიმუმ 5, 000 ლარი)
აპლიკაციის მიღება მოხდება მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე.
სააპლიკაციო ფორმის ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ლინკიდან: https://rb.gy/5rvj90
დაინტერესებულ პირებს სააპლიკაციო ფორმის გადმოგზავნა შეუძლიათ info@afad.org.ge ასევე შევსებული აპლიკაცია მატერიალური სახით შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას "ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" ოფისში, მისამართზე: ზუგდიდი დემურიას #1.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია: სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებ, ფიზიკურ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (ააიპ, სას, სამ კოოპერატივი, ი/მ, შპს და ა.შ)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
ზუგდიდი, დემურიას #1.
ელ.ფოსტა: info@afad.org.ge
საკონტაქტო ტელ: 599 90 28 99: 599 98 59 63