|
1929 |
---|
![]() |
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა |
უნიკალური ნომერი: 001106
პროგრამა ითვალისწინებს ოთხ საპილოტე რეგიონში ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და დაბალანსებული მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ინიციატივების საპროექტო განცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალური და რეგიონულ დონეზე, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, მანქანადანადგარების, წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და სპეციალიზებული ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების, საბრუნავი საშუალებების დაფინანსებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი საწარმოების შექმნას, ასევე არსებული საწარმოების მოდერნიზებას ან/და გაფართოებას, დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ინოვაციების შექმნას და დანერგვას რეგიონში. ელფოსტა: info@rda.gov.ge საკონტაქტო ტელ: 1501/ +995 032 2470101i |
|
რეგიონი: გურია; იმერეთი; კახეთი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთი;
პროექტის მიმართულება: ინფრასტრუქტურა და მშენებლობა; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა;
დამატებულია: 25-03-2022
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-05-2022 ვადა იწურება
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9 დღე;
23-01-2019 სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“ |
---|
20-05-2022 ინოვაციური მეწარმეობის საგრანტო პროგრამა საპილოტე რეგიონებში |
25-01-2019 სტარტაპ აგრო სესხი - თიბისი ბანკი |
15-05-2022 სტრატეგ. მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამა |