ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001107 დასრულებული

ორგანიზაციათა ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამა ადგილობრივი საბაზრო კავშირების გაუმჯობესების მიზნით

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
04.04.2022
საიტზე დამატებულია
25.03.2022

კონკურსის შესახებ:

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს შესაძლებლობების გაძლიერებისა და პოტენციალის განვითარებისთვის თანადაფინანსების პრინციპზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის რაუნდს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესასოციაციებისა (BAs) და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას, სხვადასხვა ღირებულებითი ჯაჭვის (VC) მონაწილეებს შორის ადგილობრივ ბაზარზე კავშირების გაუმჯობესებისთვის, რაც უზრუნველყოფს ღირებულებითი ჯაჭვების მონაწილეებს შორის უკეთეს თანამშრომლობასა და სასურსათო ღირებულებითი ჯაჭვის მდგრად განვითარებას.პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მებაღეობა-მებოსტნეობის სექტორში მოქმედი, ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის, საწარმოო კლასტერებისთვის, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

ელფოსტა:grants@apgeorgia.org

საკონტაქტო ტელ:+995 322 982207


წყარო: http://jobs.ge