კონკურსი ინტერესთა გამოხატვის შესახებ: მხარდაჭერის ფონდი
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 12.04.2022
- საიტზე დამატებულია
- 05.04.2022
კონკურსის შესახებ:
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს კონკურსს ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი კომპანიების შესარჩევად, რომლებიც გახდებიან ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის ბენეფიციარები.
ტურიზმის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით, პროგრამა მიზნად ისახავს, ციფრული მარკეტინგული მხარდაჭერა შესთავაზოს 30-მდე მცირე და საშუალო ზომის მეწარმეს (კომპანიას), რომლებიც ტურიზმის სფეროში მოღვაწეობენ. ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მხარდაჭერა გულისხმობს შერჩეული ბენეფიციარების პოპულარიზაციას სოციალურ (Facebook, Instagram, TripAdvisor) და ონლაინ სარეკლამო პლატფორმებზე (google ads).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ რეგიონებში არსებულ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს, საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რესტორნებს და მეღვინეობებს.
კითხვარის შევსებით მოცემული სუბიექტები აცხადებენ მზაობას რომ შერჩევისთანავე შეძლებენ 1000-დან 10, 000 ლარამდე ფინანსურ კონტრიბუციას სოციალური მედია და ონლაინ სარეკლამო პლატფორმებზე მათი ბიზნესის პოპულარიზაციისთვის. ამასთანავე, პროგრამა აცხადებს მზაობას განახორციელოს მათი კონტრიბუციის ტოლი (1:1) ფინანსური მხარდაჭერა და დაიქირავოს მაღალ-კვალიფიციური მარკეტინგული კომპანია აღნიშნული მომსახურების გასაწევად. ბენეფიციარების შერჩევის პარალელურად, პროგრამა ატარებს ღია კონკურსს მარკეტინგული კომპანიის შესარჩევად.
შერჩეული მარკეტინგისა და კომუნიკაციების კომპანია მჭიდროდ ითანამშრომლებს თითოეულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა გამოავლინოს და წინასწარ განსაზღვროს სამიზნე აუდიტორია და შექმნას მათზე მორგებული მარკეტინგული სტრატეგია.
აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა, რომ დაინტერესებულმა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმა შეავსონ Google form-ის სააპლიკაციო კითხვარის ბმული.
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2022 წლის 12 აპრილი 18:30 სთ.
წყარო: http://jobs.ge