ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001126 დასრულებული

კონკურსი სასოფლო-სამეურნეო დანადგარების შესყიდვაზე

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
10.05.2022
საიტზე დამატებულია
26.04.2022

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების /ინფორმაციის /კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანადგარები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია საშრობ ღუმელზე (2 ერთეული), დამაქუცმაცებელ დანადგარზე, კალიბრატორზე, დოზატორზე, ჰაერის სეპარატორზე, დამახარისხებელ მაგიდაზე (2 ერთეული) და კონვეიერზე (2 ერთეული) შეთავაზებების მოთხოვნა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.
სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2022 წლის 19 მაისამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2022 წლის 20 ივნისი.
მიწოდების ადგილი: სოფელი ქვემო ჩხოროწყუ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი.

შესყიდვა განხორციელდება შვიდ ლოტად:

ლოტი #1: საშრობი ღუმელი (2 ერთეული)
ლოტი #2: დამაქუცმაცებელი დანადგარი
ლოტი #3: კალიბრატორი
ლოტი #4: დოზატორი
ლოტი #5: ჰაერის სეპარატორი
ლოტი #6: დამახარისხებელი მაგიდა (2 ერთეული)
ლოტი #7: კონვეიერი (2 ერთეული)

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

შეთავაზებების წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 10 მაისის 17:00 საათისა.


წყარო: http://jobs.ge