საგრანტო კონკურსი
ნავიგატორი
851


სტრატეგიული საგრანტო კონკურსი

უნიკალური ნომერი: 001174

კონკურსის შესახებ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო პროექტების მხარდასაჭერად.

კონკურსის მიზანია:

იმ სათემო პროექტების/ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციებისა და აქტივისტთა ჯგუფების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას როგორც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების, ისე ადგილებზე არსებული შესაძლებლობების/რესურსების ეფექტურად გამოყენების კუთხით და, ამ მხრივ, გააუმჯობესებს სამოქალაქო სექტორის იმიჯს, მოქნილობასა და ფინანსურ მდგრადობას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ საზოგადოებრივ ან სათემო ორგანიზაციას, ასევე, საინიციატივო/აქტივისტთა ჯგუფს. ორგანიზაციას/ჯგუფს შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე/ჯგუფზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა.

უპირატესობა მიენიჭება:

** ახალბედა ორგანიზაციებს / აქტივისტთა ჯგუფებს;
** რეგიონებში მოქმედ ორგანიზაციებს;
** მოწყვლად თემზე (მთიანი რეგიონები, ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული სოფლები, ეთნიკური/რელიგიური უმცირესობები, შშმპ და სხვ.) მიმართულ ინიციატივებს.
** იმ საპროექტო განაცხადებს, სადაც უზრუნველყოფილია საქმიანობებში ქალების, სხვადასხვა უმცირესობების ან მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა.

წარსადგენი განაცხადის სრული პაკეტი მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას:

** პროექტის განაცხადი - მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
** დანართი #1 - პროექტის საქმიანობის გეგმა - მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
** დანართი #2 - დეტალური ბიუჯეტი - მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
** საგრანტო პროექტის განმახორციელებელი გუნდის ძირითადი წევრების რეზიუმეები (CV).
** განმცხადებლების ბოლო 6 თვის მანძილზე განახლებული ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან (რეგისტრირებული ჯგუფის შემთხვევაში).

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com

გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია.

განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აგვისტო, 18:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: STAR.community.grants@gmail.com

საკონტაქტო პირი - ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.

კონკურსთან დაკავშირებით შემოსული შეკითხვები, შესაბამისი პასუხებით, გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებსაიტზე http://www.csrdg.ge

საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ZOOM პლატფორმის მეშვეობით შემდეგ დღეებში:

20.07.2022, 15.08.2022 - 12:00 სთ-ზე

საკონსულტაციო შეხვედრების ბმული: https://us02web.zoom.us/j/89218935070?pwd=teY6-zrQNDAxJpfZlFRhRcn3ewjpEY.1

Meeting ID: 892 1893 5070
Passcode: 243033


წყარო: http://jobs.ge

დამატებულია: 14-07-2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30-08-2022

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 12 დღე;






31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში – კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით

25-01-2019

სტარტაპ აგრო სესხი - თიბისი ბანკი

25-01-2019

EU4Business საგარანტიო პროგრამა

09-03-2021

ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში

09-03-2021

ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში

31-01-2019

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის კვლევების ხელშეწყობა საქართველოში – კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით

25-01-2019

სტარტაპ აგრო სესხი - თიბისი ბანკი

25-01-2019

EU4Business საგარანტიო პროგრამა


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ