ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001191 დასრულებული

საგრანტო კონკურსი არასამეწარმეო მედია ორგანიზაციებისთვის

წყარო: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი

განაცხადის ბოლო ვადა
15.08.2022
საიტზე დამატებულია
08.08.2022

კონკურსის შესახებ:

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს კორონავირუსთან (COVID 19) გამკლავების პროცესში ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებისა და სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობის გაზრდას. იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, მიმდინარე ეტაპზე რეგულაციების მოხსნისა და აქტიური ტურისტული სეზონის პარალელურად ვაკვირდებით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ტენდენციას. ამის საპასუხოდ, პროგრამა მიზნად ისახავს ყურადღება გამახვილდეს პრევენციულ მექანიზმებზე და მხარი დაუჭიროს ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულის ზრდას რათა თავიდან ავირიდოთ შემდგომი ეპიდემიოლოგიური რისკები.

საგრანტო კონკურსის სამიზნე რეგიონებია:

** სამცხე-ჯავახეთი
** ქვემო ქართლი
** კახეთი.

საგრანტო კონკურსით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ:

** ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებზე, ქალაქებსა და სოფლებზე
** 55-65+ წლის ასაკობრივ ჯგუფზე
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე
** ქრონიკული დაავადების მქონე პირებზე.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებიც მუშაობენ კონკურსით განსაზღვრულ სამიზნე რეგიონებში. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) მედია ორგანიზაციებს. ორგანიზაციებს არ ეზღუდებათ განახორციელონ ერთობლივი პროექტები კერძო, კომერციულ კომპანიებთან პარტნიორობით.

სრული ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ დანართში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 15 აგვისტო.


წყარო: https://regmarket.ge/