„თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს კონკურსს დამოუკიდებელი აქტივისტური ჯგუფების მხარდასაჭერად
წყარო: თანასწორობის მოძრაობა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.09.2022
- საიტზე დამატებულია
- 12.09.2022
კონკურსის შესახებ:
კონკურსი ქვიარ-ფემინისტური აქტივისტების მხარდასაჭერად მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ქვიარ და ფემინისტური ჯგუფების გაძლიერებას და ლგბტქ+ მოძრაობის არაფორმალური, არაიერარქიული და დონორებისგან არა-კონტროლირებული განვითარების ხელშეწყობას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საინიციატივო ჯგუფებსა და ინდივიდებს, ვისაც ქვიარ ან/და ფემინისტური აქტივობების განხორციელების იდეა აქვთ.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება 3 აპლიკანტი, გრანტის მოცულობაა 1 500 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა:
https://forms.gle/7TJRUsbc7twfYwMQ8
შევსების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@equality.ge
გთხოვთ, მეილის Subject ველში მიუთითოთ: კონკურსი – აქტივისტური ჯგუფები.
წყარო: თანასწორობის მოძრაობა