მოხალისეობრივი ინიციატივების მცირე საგრანტო კონკურსი
წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 26.09.2022
- საიტზე დამატებულია
- 13.09.2022
კონკურსის შესახებ:
"განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" აცხადებს მოხალისეობრივი ინიციატივების კონკურსს პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციას, მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გზით.
მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტი, რომელიც საზოგადოების, კონკრეტული თემის საჭიროებებს ეხმიანება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:
შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გაიგზავნოს 2022 წლის 26 სექტემბრის, 18:00 საათამდე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: admin@edec.ge. ელექტრონული წერილის თემად (subject) მიუთითოთ: "Grants for volunteering initiatives".
დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: მარიამ ლომიძე
მობ: 577 109 081
ელ-ფოსტა: mariam_lomidze@edec.ge
წყარო: https://jobs.ge/