საგრანტო კონკურსი თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდასაჭერად
წყარო: ევროპის ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 24.10.2022
- საიტზე დამატებულია
- 26.09.2022
კონკურსის შესახებ:
ევროპის ფონდი პროგრამის სამოქალაქო საზოგადოება და მმართველობა ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათემო ჯგუფების, სსო-ებისა და მედია საშუალებების ინფორმირებული მონაწილეობის გაზრდა სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერების, სახელმწიფო რეფორმების მონიტორინგისა და შეფასების წახალისების, საჯარო დისკუსიებისა და სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 24 ოქტომბერი.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით კითხვა-პასუხის სესია გაიმართება 4 ოქტომბერს, 4 საათზე, ზუმის მეშვეობით. შეხვედრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3Sf0Wja
წყარო: ევროპის ფონდი