|
1260 |
---|
![]() |
2023 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა |
უნიკალური ნომერი: 001318
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 20 თებერვალი, 2023, 18:00.
პროგრამის აღწერა
აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს 2023 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს. აშშ-ის მთავრობის ინიცირებით პროგრამა 1994 წელს შეიქმნა და იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე მყოფ აშშ-ის საელჩოებს ადგილობრივი დემოკრატიული ინიციატივების დაფინანსების საშუალებას აძლევს.
პროგრამას განიხილავს და პროექტებს შეარჩევს დემოკრატიის მცირე გრანტების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. კომისიის შემადგენლობაში ასევე არის საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი და აშშ-ის მისიის ადგილობრივი სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლები.
პროგრამის მიზნები:
დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების კომისიის მიზანია დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს მოქალაქეთა განათლებაზე საქართველოში. გრანტის მიღება შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე მედია ორგანიზაციებს.
გრანტის მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ პროექტზე 50,000 აშშ დოლარია.
საპროექტო განაცხადი უნდა ეხებოდეს მოცემული თემებიდან ერთ–ერთს მაინც:
1. ეკონომიკური ზრდა:
2. გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია:
3. სამოქალაქო ჩართულობა და ინფორმირებული მოქალაქეები:
შენიშვნა: ზოგადი განათლების სფეროში წარმოდგენილი პროექტები შესაძლოა მოიცავდეს 1-12 კლასების დონეზე საჯარო სკოლების გაძლიერება-განვითარებას მასწავლებელთა ტრენინგების და პროფესიული განვითარების მეშვეობით; ასევე ონლაინ სწავლების და ვირტუალური პლატფორმების შექმნის პროექტებს, ინოვაციურ პროგრამებს სტუდენტებისთვის, რაც მოიცავს სასკოლო ბიბლიოთკებს, სამეცნიერო და ენების ლაბორატორიებს, მენტალური ჯანმრთელობის და სოციალურ-ემოციური სწავლების პროგრამებს, წიგნიერებას და კრიტიკულ აზროვნებას და სხვადასხვა დამატებით შემეცნებით აქტივობებს. ზოგადი განათლების სტრატეგიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს:
U.S. Government Education Strategy FY2019-2023 and the USAID Education Policy Program Cycle Implementation and Operational Guide )
ინფორმაცია ფედერალური გრანტის შესახებ
ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობის შესახებ:
საპროექტო განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს:
საყურადღებო ინფორმაცია
განაცხადების შეტანის და საპროექტო ანკეტის წარდგენის შესახებ ინფორმაცია
განცხადების შეტანის ფორმა და შინაარსი: გთხოვთ ყურადღებით მიჰყევით ქვემოთ ჩამოთვლილ ინსტრუქციებს. საპროექტო განაცხადები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, არ მიიჩნევა სრულყოფილად და განხილვისთვის შესაფერისად.
საპროექტო ანკეტის შინაარსი
გთხოვთ დარწმუნდეთ:
გთხოვთ გამოაგზავნეთ ერთი დასრულებული განაცხადის ელექტრონული ფორმა ელ-ფოსტაზე: TbilisiGrants@state.gov გთხოვთ მიუთითოთ პროგრამის სახელწოდება – 2023 Democracy Commission გამოგზავნილი წერილის სათაურში (subject line).
პროგრამაში მონაწილეობისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების გამოგზავნა:
ქვემოთ მოთხოვნილი განცხადების ფორმები ხელმისაწვდომია მენიუში მარჯვენა მხარეს:
სავალდებულო განცხადების ფორმები:
წყარო: აშშ-ს საელჩო საქართველოში
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; განათლება, მეცნიერება, ტრეინინგი; სპორტი, კულტურა და ხელოვნება; ადამიანის უფლებები; მედია; სოციალური დაცვა, მედიცინა; ტურიზმი;
დამატებულია: 09-01-2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20-02-2023
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 20 დღე;
31-01-2023 PHMUSEUM 2023 PHOTOGRAPHY GRANT |
15-12-2022 Small Grants |
23-01-2022 შარქ თენქ საქართველო |
07-05-2022 შეღავათიანი აგროკრედიტი |
---|
07-05-2022 შეღავათიანი აგროკრედიტი |
---|
31-01-2023 PHMUSEUM 2023 PHOTOGRAPHY GRANT |
15-12-2022 Small Grants |
23-01-2022 შარქ თენქ საქართველო |