ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001385 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი

განაცხადის ბოლო ვადა
06.04.2023
საიტზე დამატებულია
06.03.2023

კონკურსის შესახებ:

ა (ა)იპ "ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი" აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებისთვის (მცირე და საშუალო საწარმოებისთვის) მყარი ნარჩენების მართვის სექტორში საქმიანობის ხელშეწყობას, საჭირო ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, სისტემა და სხვ.) საკუთრებაში გადაცემის გზით.

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 6 მარტი, 2023 წ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 აპრილი, 2023 წ. 18:00 სთ (თბილისის დროით)

პროგრამის/პროექტის სახელწოდება: აჭარის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვის სექტორში საქმიანობის ხელშეწყობა

პროგრამა/პროექტი ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებისთვის (მცირე და საშუალო საწარმოებისთვის) მყარი ნარჩენების მართვის სექტორში საქმიანობის ხელშეწყობას, საჭირო ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, სისტემა და სხვ.) საკუთრებაში გადაცემის გზით. გრანტის ფარგლებში გაწეული ფინანსური დახმარების შედეგად: შემცირდება გარემოზე მყარი ნარჩენების უარყოფითი ზემოქმედების დონე, განვითარდება ნარჩენების გადამამუშავებელი ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოები, მოხდება აჭარის ტერიტორიაზე შეგროვებული ნარჩენების გადამუშავების და ფუნქციურად გამოყენების უზრუნველყოფა.

პროგრამის/პროექტის ფარგლებში მოხდება 2 ან მეტი გრანტის გაცემა. ინფორმაცია საგრანტო თანხებისა და თანამონაწილეობაზე:

** 150 000 ლარამდე გრანტის მოთხოვნის შემთხვევაში ა (ა)იპ ბიზნეს ინკუბატორის მიერ გაცემული გრანტები არ უნდა აღემატებოდეს ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ან არსებული ბიზნესის გაფართოებისთვის საჭირო მთლიანი ახალი სავარაუდო ფულადი ინვესტიციის 70 %-ს. გრანტის მიმღების ღირებულების წილი არის მინიმუმ 30%;
** 150 000 ლარიდან 250 000 ლარამდე გრანტის მოთხოვნის შემთხვევაში ა (ა)იპ ბიზნეს ინკუბატორის მიერ გაცემული გრანტები არ უნდა აღემატებოდეს ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ან არსებული ბიზნესის გაფართოებისთვის საჭირო მთლიანი ახალი სავარაუდო ფულადი ინვესტიციის 50 %-ს. გრანტის მიმღების ღირებულების წილი არის მინიმუმ 50%;
** სესხები შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაბამისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ნატურალური შენატანები არ განიხილება. თანადაფინანსების წილი უნდა იყოს ფულადი შენატანის სახით.

განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2023 წლის 6 აპრილის 18:00 საათამდე. განაცხადები უნდა წარედგინოს pdf (სასურველია) ან სხვა ელექტრონული ფორმატით ა (ა)იპ ბათუმის ბიზნეს ინკუბატორს მისამართზე: bbinkubator@gmail.com

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილები, საგრანტო პროგრამის/პროექტის სახელმძღვანელო და დანართები.


წყარო: https://jobs.ge/