ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001389 დასრულებული

ანგელოზი ინვესტორების ქსელების განვითარების კონკურსი

წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
17.03.2023
საიტზე დამატებულია
10.03.2023

კონკურსის შესახებ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის აცხადებს კონკურსს ანგელოზი ინვესტორების ქსელების მხარდასაჭერად. ანგელოზი ინვესტორების ქსელების კონკურსი მიზნად ისახავს აღნიშნული მიმართულებით საქართველოში არსებული ორგანიზაციების მხარდაჭერას და გამარჯვებულისგან შემდეგი 3 კომპონენტის ჭრილში შესრულებული მომსახურების შესყიდვას:

1. ინვესტორების ცნობიერების გაზრდა ანგელოზი ინვესტიციების განსახორციელებლად - ტრენინგები/სამუშაო შეხვედრები სტარტაპებში ინვესტიციის განხორციელების პროცედურებზე, ტრენდებსა და შესაძლებლობებზე;

2. სტარტაპების მზაობის გაზრდა ანგელოზი ინვესტიციების მისაღებად - ტრენინგები/სამუშაო შეხვედრები ინვესტიციის მიღების პროცედურებზე, ბიზნესის შეფასების და საინვესტიციო შეთავაზებების სწორად დაგეგმვაზე;

3. ღონისძიების ორგანიზებაზე, სადაც სტარტაპებს საშუალება ექნებათ ინვესტორების წინაშე წარადგინონ თავიანთი პროდუქტები და მიიღონ ინვესტიცია.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 მარტი.


წყარო: https://grants.gov.ge/